"რეზონანსი "
# 59
სამშაბათი, 4 მარტი, 2008 წელი

პუტინის "ფრთიანი ფრაზები"

(მედიანიუსი) რუსულმა მასმედიამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის "ფრთიანი ფრაზების" კრებული გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ ყველაფერთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტი პოპულარული სწორედ თავშეუკავებელი და უცნაური ფრაზებით გახდა.

რუს ჟურნალისტებს კარგად დაამახსოვრდათ რუსეთის პრეზიდენტის შემდეგი ფრაზები.

რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე გამოსვლისას: "ჩამოდით, ექიმებს მოგიძებნით და ისინი თქვენ მოგაჭრიან"; ესტონეთის ტერიტორიულ პრეტენზიებზე მან განაცხადა: "პიტალოვსკის რაიონი კი არა, მკვდარი ვირის ყურები"; ბელორუსთან ურთიერთობებზე: "კატლეტები ცალკე, ბუზები ცალკე"; ირანის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებზე: "ბებიას რომ გარკვეული სქესობრივი თავისებურებები ჰქონდეს, ის ბაბუა იქნებოდა"; ტელევიზიაზე: "ჩვენს ტელევიზიაში ბევრი ძალადობაა და ის, რასაც სექსს უწოდებენ"; სიტყვის თავისუფლებაზე: "ნამდვილი მამაკაცი ყოველთვის უნდა ეცადოს, ნამდვილი ქალიშვილი ყოველთვის გაუძალიანდეს"; მთავრობის სხდომაზე: "ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოთ, რომ კანონი ყოველთვის უნდა შეასრულოთ და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელს ერთ ადგილზე მოგიჭერენ"; ისევ მთავრობის სხდომაზე: "როგორც წმიდა ფრანცისკი იტყოდა, ყველამ თავის მიწა უნდა თხაროს"; პრესკონფერენციაზე: "ყველამ ცხვირიდან გამოიჩიჩქნოს და ქაღალდებზე წაუსვას"; ისევ პრესკონფერენციაზე: "თქვენ გინდათ, რომ ყვავილებიანი ქოთნიდან მიწა ვჭამო."

თავისი პრეზიდენტობის შეფასებისას: "რვა წელი ისე ვმუშაობდი, როგორც მონა გალერაზე".



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com