|
|
"რეზონანსი "
ევროსაბჭოს მისია: რუსეთმა არც ერთი ნაკლოვანება არ გაითვალისწინა
(პირველი) ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს "ხალხის ნების გამომხატველად" აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ "საპრეზიდენტო არჩევნებზე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დროს დაფიქსირებული არც ერთი ნაკლოვანება არ იქნა გათვალისწინებული". დასკვნაში, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ "არჩევნებზე ისეთი ნაკლოვანებებიც აღინიშნა, რომელიც არჩევნების თავისუფლების ხარისხს კითხვის ქვეშ აყენებს". ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ამ დასკვნაზე მცირე კომენტარი გააკეთა რუსეთის ცსკ-ის თავმჯდომარემ ვლადიმერ ჩუროვმა. მისი თქმით, "ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შენიშვნები საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ფაქტებისა და მტკიცებულებების შემცველი რომ ყოფილიყო, მათ ცსკ შეისწავლიდა". "რადგან ასეთი ფაქტები და მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა, ცსკ-მ ისინი ვერ გაითვალისწინა", - განუცხადა ჟურნალისტებს ჩუროვმა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |