"რეზონანსი "
# 60
ოთხშაბათი, 5 მარტი, 2008 წელი

მოტყუებული ოპოზიცია და მაჟორიტარების მოვალე ხელისუფლება: "მათ სურთ, რომ კომუნისტებივით კონსტიტუციაში ჩაწერონ, რომ ქვეყანას მართავს ნაციონალური მოძრაობა"

რუსიკო მაჩაიძე

ხელისუფლებამ მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო თუ არა, უბრალო უმრავლესობა მაინც გაინაღდა. თანაც მაჟორიტარების ხარჯზე, რომლებიც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ხელისუფლების სურვილის მიხედვით იქნებიან ოპოზიციონერებიც და ხელისუფლების მხარდამჭერებიც. ოპოზიცია ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების ჩაშლის გამო დიალოგზე უარს ამბობს და ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე იწყებს ფიქრს.

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვება ხელისუფლებამ ამჯერად მაჟორიტარებთან გარიგებით შეძლო და საკონსტიტუციო ცვლილებათა მეორე პაკეტი, სადაც შედის საარჩევნო ბარიერი 7%-დან 5%-მდე დაწევა, მაჟორიტარული სისტემის შეცვლა და პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ხელახალი განსაზღვრა, პირველი მოსმენით 168 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო.

პრინციპში, ამ პაკეტში ბევრი არც არაფერი შეცვლილა. სამი საკითხიდან იცვლება მხოლოდ ერთი, რაც ბარიერის დაწევას ეხება. მეორე ცვლილებით პარლამენტის ვადა 4 წლიდან 5 წლამდე უნდა გაზრდილიყო, თუმცა ბოლო წუთებში ამაზე ხელისუფლებამ უარი თქვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღარ შეიცვლება მაჟორიტარული არჩევნების წესიც. ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 150 კაციან პარლამენტში 75 მაჟორიტარი იქნება.

ამას კი ხელისუფლება ისე ხსნის, თითქოს კეთილშობილური მიზნის გარდა სხვა მიზანი არ ჰქონია. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განმარტა, მიზეზი თურმე ის ყოფილა, რომ დროულად მომხდარიყო საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რათა არჩევნების ჩატარებას ხელი არ შეეშალოს. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ პატარა რაიონები დაჩაგრულნი არ აღმოჩდნენ და პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ.

"საუბარი იყო სხვადასხვა სისტემაზე და ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან კენჭისყრაში მონაწილეობა ორჯერ არ მიიღეს. დრო არ ითმენს და ჩვენ იძულებულნი ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილება. ამიტომ, მაჟორიტარებთან ერთად, ვისთანაც ერთად შეგვიძლია, საკონსტიტუციო უმრავლესობა შევაგროვოთ, იმათთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება," - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

მაჟორიტარები რომ ძველი სისტემის შენარჩუნებას მოითხოვდნენ, ეს უკვე გასაგები წინა კვირას გახდა. მაგრამ, საინტერესო ის არის, რომ სამი წლის წინ, როდესაც კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, მაშინ ყველა მაჟორიტარს ცვლილებისთვის თანხმობა აქვს მიცემული. ცხადია, თუკი ხელისუფლება არ მოინდომებდა ამ წესის შენარჩუნებას, მაჟორიტარების ხმები სულაც არ იყო საჭირო. ოპოზიცია და უმრავლესობა ერთად, მაჟორიტარების გარეშე, საკონსტიტუციო უმრავლესობას უპრობლემოდ ქმნის.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით შენარჩუნებული იქნება სამართლიანობის პრინციპი და ყველა რაიონს, დიდი იქნება თუ მცირე, თავისი წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში. ცხადია, სხვა საკითხია, ეს წარმომადგენელი რას აკეთებს და რისთვის არის პარლამენტში.

"ჩვენ პირობა შევასრულეთ. ძველი სისტემა - გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, რომელიც ჩვენი კოლეგებისთვის მიუღებელი იყო - შევცვალეთ და მივიღეთ ისეთი სისტემა, რაც მისაღებია საზოგადოებისთვის. ყველა რაიონში ყველა ადამიანს ექნება საკუთარი დეპუტატის არჩევის საშუალება და ამასთან, პარტიულ-პროპორციული სიაც შენარჩუნდება," - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, მომავალ პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობა შეიქმნას.

"ცხადია, მათ გადახედეს თავის შანსებს და მიხვდნენ, რომ თუკი რაიმეს არ მოიფიქრებდნენ, პარლამენტში საკონსტიტუციო კი არა, უბრალო უმრავლესობაც ვერ ეყოლებოდათ და ამის გამო ახლა ისევ მაჟორიტარების შენარჩუნება მოიფიქრეს," - აცხადებს "ახლების" წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე.

ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის თითქმის ყველა ფრთამ გუშინ ერთობლივი ბრიფინგი გამართა, რომელსაც ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები, "ახლები" და "მრეწველები" ესწრებოდნენ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან ყოველგვარ დიალოგს წყვეტს და აპირებს ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას, თუ როგორ იბრძოლებს ხელისუფლებასთან.

"ამათ არ უნდათ არჩევნების ჩატარება. სურთ, კომუნისტებივით კონსტიტუციაში ჩაწერონ, რომ ქვეყანას მართავს "ნაციონალური მოძრაობა". მიუხედავად ამისა, უკან დახევას არ ვაპირებთ. ოპოზიცია ერთიანი ფრონტით შეუტევს ყველა მხრიდან. როგორ განვითარდება პროცესები, ამაზე პასუხისმგებელი იქნება ბურჯანაძე სააკაშვილთან ერთად," - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე.

რაც შეეხება იმას, კონკრეტულად რას აპირებს ოპოზიცია, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

"მთავარი ის არის, რომ მთელი ოპოზიცია სააკაშვილის რეჟიმის დასრულებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება, პირადად მე საქართველოს მოქალაქეობაზეც კი ვთქვა უარი," - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, ბუქარესტში საკითხების ორი მიმართულება განიხილება: მეკედონიის, ალბანეთისა და ხორვატიის ალიანსში გაწევრიანებისა და საქართველოსა და უკრაინისათვს მაპ-ის შეთავაზების შესახებ. სიმონსის აზრით, პირველ საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც შეეხება მეორეს, "ჩემი აზრით, ისინი ამ გეგმას ვერ მიიღებენ", - ამბობს სიმონსი.

ჟურნალისტი ალექსეი ბენედიქტოვი დაინტერესდა, ხომ არ არის გამოწვეული ეს რუსეთის პოზიციით, თუ იმით, რომ საქართველომ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. სიმონსმა დააკონკრეტა, რომ ნატოს არაწევრი ქვეყნები ვეტოს უფლებას არ ფლობენ და საქართველომ რეფორმების პროცესი უნდა განაგრძოს.

"მიმაჩნია, რომ საქართველომ, ისევე როგორც ნატოში გაწევრიანების მსურველმა სხვა ქვეყნებმა, რეფორმების პროცესი უნდა განაგრძონ. მაგალითად, ჩვენ დავაკვირდებით როგორ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ასევე, დავაკვირდებით რეფორმების პროცესს. ვხედავთ პროგრესს, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება სასამართლო ხელისუფლებასა და სამართალდამცველ სტრუქტურებში. თუ საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს, მაშინ მან უნდა გააგრძელოს ეს სამუშაო. ეს პროცესი რამდენ ხანს გაგრძელდება, ჩვენ არ შეგვიძლია შევაფასოთ. რა თქმა უნდა, ნატო არ გადაწყვეტს ამ საკითხს ბუქარესტში," - აღნიშნა სიმონსმა.

ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი აკონკრეტებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ნატოში მიწვევაზე საუბარი არ მიმდინარეობს. არამედ, საუბარია მხოლოდ მისთვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შეთავაზებაზე, რაც სიმონსის აზრით, ნაკლებად შესაძლებელია ბუქარესტის სამიტზე მოხდეს.

ინტერვიუს დროს ჟურნალისტი შეეხო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხსაც. ბენედიქტოვი დაინტერესდა შეაფერხებს თუ არა საქართველოს ნატოში გაწევარიანებას მოუგვარებელი კონფლიქტები. სიმონსმა დააკონკრეტა, რომ ეს საკითხი ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციას ხელს არ შეუშლის.

"საქართველო დიალოგის გაფართოების პირველ ეტაპზე იმყოფება. ამ ეტაპის ერთ-ერთი ძირითადი მომენტი მეზობელ სახელმწიფოებთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებაა. ჩვენ მოვუწოდებთ, როგორც საქართველოს, ისე რუსეთს საქართელოს ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ, რასაც ჩვენ გაყინულ კონფლიქტებს ვუწოდებთ," - აღნიშნა სიმონსმა.

რაც შეეხება უკრაინას, გენმდივნის სპეცწარმომადგენლის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის ტექნიკური პირობები იდენტურია.

"უკრაინის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის სპიკერმა გვთხოვეს ამ გეგმის მიღება. თუმცა, ჩემი აზრით, შესაძლოა, ეს არ მოხდეს ქვეყნის საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გამო. თუმცა, ამას მე არ ვწყვეტ, არამედ ნატოს წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ. მაგრამ, არ ვფიქრობ, რომ ასეთი კონსესუსის წინაპირობა არსებობდეს. ჩვენ ვაღიარებთ ამ ქვეყნების მთავრობების სურვილს, მაგრამ გვსურს გავაგრძელოთ თანამშრომლობის პროცესი დიალოგის ინტენსიფიკაციის, გაფართოების თვალსაზრისით. თუ მეკითხებით ჩემს პირად აზრს, ვაცხადებ, რომ ნაკლებად შესაძლებლად მეჩვენება მათ მაპი ბუქარესტში მიიღონ," - აღნიშნა სიმონსმა.

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის აზრით, სიმონსის განცხადებებში ახალი არაფერია. მისი თქმით, სიმონსისთვის ცნობილია ნატოს წევრი ქვეყნების დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, შესაბამისად, მოსალოდნელი არ არის, რომ ბუქარესტის სამიტზე ქვეყანა მაპ-ს მიიღებს.

"სიმონსმა ამ განცხადებებით რუსეთიც დააწყნარა, მაგრამ საქართველოს აღებული ვალდებულებები რომ შეესრულებინა, ბუქარესტში მაპ-ის მიღების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სასამართლო რეფორმა მიმდინარეობს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ძალიან მტკივნეული თემაა. სიმონსისასთვის ცნობილია, რა განწყობაა ევროპულ ქვეყნებში. მან იცის, რომ დიდი ევროპული ქვეყნები არ უჭერენ მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ახლო მომავალში ეს პოზიცია არ შეიცვლება," - მიაჩნია შარაშენიძეს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com