|
|
"რეზონანსი "
ყარაბაღში შეტაკებები მიმდინარეობს
(ინტერპრესნიუსი) მთიან ყარაბაღში, არაღიარებული რესპუბლიკის აზერბაიჯანთან საზღვარზე შეტაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან დაიღუპა 4 ჯარისკაცი, ერთი დაიჭრა. "დეი.აზ"-ის ცნობით, სომხური მხარის დანაკარგები გაცილებით დიდია. სომხური საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობენ, მხოლოდ 4 მარტს გამთენიისას მომხდარი შეტაკებების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. "ახალი ამბები-საქართველოს" ცნობით, აზერბაიჯანული მხრიდან 8 ჯარისკაცი დაიღუპა, მთიანი ყარაბაღის მხრიდან კი 2 ჯარისკაცი დაიჭრა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |