"რეზონანსი "
# 60
ოთხშაბათი, 5 მარტი, 2008 წელი

სოფლების დედაქალაქთან შემოერთების პროცესი 2 თვეში დასრულდება

(პირველი) თბილისის მერმა გიგი უგულავამ მუნიციპალური ტრანსპორტის კიდევ ერთი ახალი მარშრუტი გახსნა. "ბოგდანის" ტიპის #22 ავტობუსი ისნიდან დედაქალაქისთვის ახლად შემოერთებული ერთ-ერთი სოფლის - ნასაგურის მიმართულებით იმოძრავებს.

"თბილისისთვის ახლადშემოერთებული სოფლების დაკავშირებას კვლავ ვაგრძელებთ. იმ სოფლების პრობლემა, რომლებიც მოწყვეტილები იყვნენ დედაქალაქს, უახლოეს მომავალში მოგვარდება", - განაცხადა დღეს ახალი მარშრუტის გახსნაზე გიგი უგულავამ და აქვე დასძინა, რომ ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე ახალი გზები დაიგება, სრული გაზიფიკაცია დაიწყება, ახალი სტადიონები და სამედიცინო - ამბულატორიული მომსახურების ობიექტები გაიხსნება.

მერის ინფორმაციით, სოფლების დედაქალაქთან შემოერთების პროცესი 2 თვეში დასრულდება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com