"რეზონანსი "
# 63
ორშაბათი, 10 მარტი, 2008 წელი

უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

(მედიანიუსი) უკრაინელმა სამართალდამცავებმა დნეპროპეტროვსკში ადამიანის გატაცებაში ეჭვმიტანილი საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს ერთ-ერთი კომპანიის პრეზიდენტი ალექსანდრ ტურჩინი და მის ოჯახს გამოსასყიდის სახით 300 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვეს.

გატაცებული სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის შედეგად გაანთავისუფლეს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com