"რეზონანსი "
# 74
პარასკევი, 21 მარტი, 2008 წელი

განვითარებად სახელმწიფოთა სისუსტის რეიტინგში 90-ე ადგილი გვიკავია

(მედიანიუსი) საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა "ბრუდინგ ინსტიტუშენ"-მა "მსოფლიოს განვითარებად სახელმწიფოთა სისუსტის რეიტინგი" გამოაქვეყნა.

კვლევა მსოფლიოს 141 განვითარებად ქვეყანას მოიცავდა. კვლევის თანახმად, ყველაზე სუსტ სახელმწიფოთა სამეულში სომალი, ავღანეთი და კონგო შევიდნენ. მეოთხე ადგილზეა ერაყი.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ყველაზე ცუდი ვითარებაა თურქმენეთსა და უზბეკეთში, რომლებმაც შესაბამისად, 35-ე და 36-ე ადგილები დაიკავეს, ტაჯიკეთი 42-ე პოზიციაზეა, რუსეთი - 65-ზე, ყირგიზეთი - 73-ზე, აზერბაიჯანი - მე-80-ზე, ბელორუსი - 81-ზე, მოლდოვა - 88-ზე, ყაზახეთი - 89-ზე, საქართველო კი - 90-ე ადგილზეა. სომხეთი - 105-ე, უკრაინა - 107-ე, ლატვია - 136-ე, ლიტვა კი - 138-ე ადგილებს იკავებენ.

რეიტინგის ბოლოს აღმოჩნდა სლოვაკეთი, უნგრეთი და ჩილე.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com