|
|
"რეზონანსი "
ნატოს სამიტისათვის ტუალეტები არ ჰყოფნით
(მედიანიუსი) ნატოს წარმომადგენლები, რომლებიც ბუქარესტში აპრილის სამიტისთვის ემზადებიან, რუმინეთის ყოფილი ლიდერის - ნიკულაე ჩაუშესკუს სასახლეში არსებული ტუალეტების მდგომარეობით ფრიად განიხიბლნენ. ამის თაობაზე რუმინეთის პარლამენტის სხდომის ერთ-ერთი პროტოკოლის ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ გახდა ცნობილი. ნატოს სპეციალისტები შენობის გეგმის შესწავლის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საპირფარეშოთა რაოდენობა საკმარისი არ არის. რუმინეთის ხელისუფლებას 1000 პერსონალური ტუალეტის კაბინის დაყენება მოუწია, ანუ სამიტის ყოველი ხუთი დელეგატისთვის თითოსი. თუმცაღა, ბუქარესტში ეს ამბავი გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ ჯერ ერთი, მათ არ აქვთ თითო ასეთ კაბინაში 9500 დოლარის გადახდის საშუალება და მეორეც, გადასატანი ტუალეტები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საინტერესო შენობის ინტერიერს გააფუჭებს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |