|
|
"რეზონანსი "
"მუშათა იუნაითედი"დიდი მანჩესტერული კლუბის ლეგენდარული ისტორია
ყველაფერი დიდებული მარტივად იწყება და ასე დაიწყო თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო კლუბის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაც მუშათა სასადილოში. ეს ამბავი შორეულ 1878 წელს მოხდა, როდესაც ლანკაშირისა და იორკშირის სარკინიგზო კომპანიის ვაგონშემკეთებელმა მუშებმა კომპანიის მფლობელებს უფლება და ფინანსური დახმარება სთხოვეს საფეხბურთო გუნდის შესაქმნელად. ხელმძღვანელობამ თანხმობა მისცა - ასე დაარსდა კლუბი, რომელმაც თამაში "ნორთ როუდზე" დაიწყო. დასაწყისში "ნიუთონი" თავისავე და სხვა სარკინიგზო კომპანიის გუნდებს ეთამაშებოდა. 1985 წელს კი კლუბი გასცდა ვიწრო ჩარჩოებს და ქალაქის მასშტაბის ტურნირში, მანჩესტერის თასში ჩაება, სადაც პირველივე ცდაზე ფინალში გავიდა - მომდევნო წელს კი რკინიგზელებმა მოიგეს კიდეც ეს საპატიო თასი. თუმცა ასეთი წარმატების მიუხედავად "მუშები" ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად, რომ შეერთებოდნენ პროფესიულ საფეხბურთო ლიგას, რომელიც 1888 წელს დაარსდა. ასევე მოიქცნენ "ბლექბერნ როვერსი" და "პრესტონ ნორთ ენდი".
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |