|
|
"რეზონანსი "
კულტურის სამინისტროს კინოს მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ
(პრაიმ-ნიუსი) კინომცოდნე გოგი დოლიძე კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ქართული კინოს მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც დოლიძემ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კულტურის სამინისტროს პირველ სამოქმედო გეგმაში 100-ზე მეტი პროექტია წარმოდგენილი, თუმცა, მათ სიაში ქართულ კინოზე არაფერია ნათქვამი. მისივე თქმით, ამის შესახებ მან მიმართა სამინისტროს, საიდანაც მიიღო წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს საკითხი სამინისტროს პრობლემას არ წარმოადგენს. "მიმდინარე წლის 15 მაისს ჩვენ ქართული კინოს ასი წლის იუბილეს აღვნიშნავთ. არც ერთ ქვეყანაში არ აღინიშნება ეს დღე და არც ერთ ქვეყანას არ აქვს იმდროინდელი ასეთი მაღალი დონის კინო, ამიტომ მე ვთვლი, რომ ქართული კინოს მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს", - განაცხადა მან. "ქართული კინოს დღე", რომელიც გოგი დოლიძემ დააწესა, 2005 წლის 12 ივლისს ხელმოწერით ოფიციალურად დააკანონა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ქართული კინო 1908 წელის 15 მაისიდან იღებს სათავეს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |