|
|
"რეზონანსი "
საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს სიღნაღელი მოშიმშილეებიც აცხადებენ
(ინტერპრესნიუსი) სიღნაღში მოშიმშილე ოპოზიციის წარმომადგენელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც გართულებულია. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ნოდარ კუტიაშვილის განცხადებით "ახალი მემარჯვენებიის" ორი წევრის - მალხაზ ხუციშვილისა და შალვა ჭაბაშვილის მდგომარეობა კვირას დილით დამძიმდა, თუმცა, მათ საავდმყოფოში გადასვლაზე უარი განაცხადეს. კუტიაშვილის ინფორმაციით, დღეისათვის ორივეს მდგომარეობა სტაბილური გახდა და შიმშილობას აგრძელებენ. მისივე განცხადებით, რთული მდგომარეობის მიუხედავად მოშიმშილეები მუდმივი სამედიცინო კონტროლის ქვეშ არ იმყოფებიან და ვითარების გართულების შემთხვევაში, მათ თავად უწევთ სასწრაფო დახმარების გამოძახება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |