|
|
"რეზონანსი "
ცხინვალში ოსი სამხედროების მანქანა აფეთქდა
(პირველი) გუშინ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სოფელ ოკონაში ავტომანქანა აფეთქდა, რომელშიც ოსი სამხედროები ისხდნენ. შემთხვევის შედეგად ორმა ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაჭრილმა, სამხედრო მოსამსახურე კოლიევმა აფეთქების შედეგად ფეხი დაკარგა, მეორემ კი, ადგილობრივმა მცხოვრებმა დორგუზოვმა გულმკერდისა და სახის არეში მიიღო დაზიანებები. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევის ადგილზე ოპერატიული საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, ეუთოს მისიის წარმომადგენლები კი ჯერჯერობით არ გამოჩენილან. ცხინვალი მომხდარს ტერაქტად აფასებს და მას საქართველოს მხრიდან "სახელმწიფოებრივი ტერორიზმის მორიგ გამოვლინებად" თვლის.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |