|
|
"რეზონანსი "
შეკითხვები კონსულს
საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი პარტნიორობა და მეგობრობა აკავშირებთ. ბევრ ქართველს ჰყავს ოჯახის წევრები და მეგობრები აშშ-ში, ამიტომ საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხო და კანონიერი გზით მიმოსვლა ორივე ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. გაგიჩნდათ კითხვები კონსულთან. თქვენს კითხვებს უპასუხებს აშშ-ს საკონსულო განყოფილების უფროსი ლინდსი ჰენდერსონი. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ფთლსწტთგდეიშდშთშ2თეფეუყპწმ რომელთაგანაც ჩვენ ამოვარჩევთ რამოდენიმე შეკითხვას და თვეში ერთხელ გამოვაქვეყნებთ მათზე პასუხებს გაზეთ რეზონანსის ყოველკვირეულ დამატება "მთელ კვირაში" რუბრიკით "შეკითხვები კონსულს". მიუხედავად იმისა, რომ გაზეთის მეშვეობით პასუხს გავცემთ მხოლოდ ზოგადი ხასიათის შეკითხვებს, ინდივიდუალური განმარტება გაეგზავნება ყველა შეკითხვის ადრესატს. გთხოვთ, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული შეკითხვებით მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე სწტთგდფეუ-ეიშდშთშ2თეფეუყპწმშეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. ძვირფასო მკითხველო, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ჩვენ მრავალ შეკითხვას ვიღებთ სავიზო განაცხადის შეტანის ახალ პროცედურებთან და საზაფხულო სამუშაო-სამოგზაურო პროგრამასთან დაკავშირებით. ჩვენი რუბრიკის ამ თვის გამოცემა ეძღვნება აღნიშნულ საკითხებს. გთხოვთ, თქვენი შეკითხვები გამომიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: ფთლსწტთგდეიშდშთშ2თეფეუყპწმ მე სიამოვნებით გავცემ პასუხებს თქვენს შეკითხვებზე, იმის მიუხედავად გამოქვეყნდება თუ არა პასუხები საგაზეთო გამოცემაში.
კეთილი სურვილებით,
ლინდსი ჰენდერსონი კონსული აშშ-ს საელჩო თბილისში
1) როგორც გავიგე, შესაძლებელია, წინასწარ შემოვიტანო განაცხადი ვიზაზე, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში გამგზავრებას ივლისამდე არ ვგეგმავ. შეეფერება თუ არა აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს. დიახ; უფრო მეტიც, ჩვენ გირჩევთ, რაც შეიძლება ადრე შემოიტანოთ ვიზაზე განაცხადი. ტექნიკური მიზეზების გამო სავიზო გასაუბრებების დღიური რიცხვი შეიზღუდება აპრილიდან ზაფხულის ბოლომდე. აპრილში გასაუბრებას ჩავუტარებთ დღეში 120 ვიზის მსურველს; აპრილის შემდგომ კი სავიზო გასაუბრებების დღიური რიცხვი 50 ადამიანამდე დავა. ვიზის გაცემის შემთხვევაში პიროვნება მიიღებს აშშ-ის მრავალჯერად ვიზას, რომელიც ვარგისია ერთი წლის განმავლობაში. დატვირთული სეზონის მოახლოებამდე სჯობს, სავიზო გასაუბრების თარიღი წინასწარ დანიშნოთ სავიზო გასაუბრებებისთვის გამოყოფილი ადგილების ამოწურვამდე. აშშ-ს ნებისმიერ საკონსულოში სავიზო გასაუბრებისთვის მოსაცდელი პერიოდის შესამოწმებლად (ამჟამად თბილისისთვის ორი სამუშაო დღეა გამოყოფილი) ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს: რეეზჟჰჰცცცყეკფმუდყთეფეუყპწმჰმშთფჰეუქზჰცფშეჰეუქზმშთშეწკთ ცფშეყზრზყ გაითვალისწინეთ, ვიზის მისაღები მოთხოვნების დაკმაყოფილების საუკეთესო გზა გახლავთ ის, რომ ვიზაზე განაცხადი შეიტანოთ იმ ქვეყნის საკონსულო განყოფილებაში, სადაც საერთოდ ცხოვრობთ, იმის მიუხედავად, რომ არ ხართ იმ ქვეყნის მოქალაქე. 2) როგორც გავიგე, არასაიმიგრაციო ვიზაზე განაცხადის შეტანა უკვე ელექტრონულადაა შესაძლებელი. ვცხოვრობ აშშ-ში და ზაფხულში ვგეგმავ საქართველოში ოჯახის მოსანახულებლად ჩამოსვლას. მესაჭიროება ჩემი სამუშაო ვიზის განახლება; სავიზო გასაუბრების დღის წინასწარ დანიშვნა დამეხმარება მგზავრობის წინასწარ დაგეგმვაში. 2008 წლის 1 მარტიდან არასაიმიგრაციო ვიზის ყველა განმცხადებელი ვალდებულია, დანიშნოს სავიზო გასაუბრების დღე ელექტრონული წესით. სავიზო განაცხადის ფორმების შესავსებად და გასაუბრების დღის დასანიშნად გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: რეეზჟჰჰპუწკპშფყგთუქიფთთნყპწმჰმშთფთყრექდყინფორმაციის ქართულ ენაზე მოსაპოვებლად ეწვიეთ ვებ-გვერდს: რეეჟჰჰპუწკპშფყგთუქიფთთნყპწმჰპუჰსწტთგდფკჰმშთფთფზზდყპ-რექდ სავიზო მოსაკრებლის (131 დოლარის, რომელიც არ ანაზღაურდება) გადახდა წარმოებს სავიზო გასაუბრების დღეს აშშ-ს საკონსულოს სალაროში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებითაა შესაძლებელი სავიზო გასაუბრების დღის დანიშვნა. ჩვენ დადებით შეფასებებს ვღებულობთ ვიზის მსურველებისგან გასაუბრების დღის ელექტრონული წესით დანიშვნასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ შემდგომშიც ეს ახალი სისტემა არასაიმიგრაციო ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანის პროცედურას უფრო გაამარტივებს და მოსახერხებელს გახდის ვიზის ყველა მსურველისთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ "ნაციონალური ვიზა ცენტრი" აშშ-ში კვლავაც ახორციელებს საიმიგრაციო ვიზებისთვის გასაუბრების დღის დანიშვნას; ამიტომ საიმიგრაციო ვიზების განმცხადებლებმა და მწვანე ბარათის გათამაშებაში გამარჯვებულებმა არ უნდა დანიშნონ სავიზო გასაუბრების დღე ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით. 3) ამ წელს მაქვს სურვილი, მონაწილეობა მივიღო საზაფხულო სამუშაო-სამოგზაურო პროგრამაში. გთხოვთ, მომაწოდოთ ინფორმაცია ადგილობრივი კომპანიების საიმედოობის თაობაზე. სამწუხაროდ, ადგილობრივი კომპანიების საიმედოობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება არ შეგვიძლია. ბოლო წლებში ასეთ პროგრამაში მონაწილეთა სავიზო რეჟიმის დარღვევის მაღალი მაჩვენებელის და ასევე ზოგიერთ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემების გამო (რომელთა შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს უკვე გაეგზავნა მოხსენება მათი პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლების გადახედვის მიზნით) ამიერიდან საზაფხულო სამუშაო-სამოგზაურო პროგრამაში მონაწილეობის მსურველები საკონსულოში სავიზო განაცხადის შემოტანისას დამატებით შემოწმებას გაივლიან. დასაშვებია, რომ სავიზო განაცხადის შემოტანის შემდეგ საკონსულოს ოფიცერმა პროგრამაში მონაწილე ვიზის მსურველი ხელახალ გასაუბრებაზე დაიბაროს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, წარსულში ამგვარ პროგრამაში მონაწილეობის მიუხედავად, ვიზის ხელახალი მიღების არანაირი გარანტია არ არსებობს. საზაფხულო სამუშაო-სამოგზაურო პროგრამისთვის განაცხადის შეტანის ვადების თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: რეეზჟჰჰპუწკპშფყგთუქიფთთნყპწმჰთგქქუკყრექდყ ქვემოთ მოყვანილია ის სახიფათო ნიშნები, რომლებიც შესაძლოა, გამოვლინდეს საზაფხულო სამუშაო-სამოგზაურო პროგრამისთვის განაცხადის შეტანის პროცესში: საზაფხულო სამუშაო-სამოგზაურო პროგრამა კულტურულ-გაცვლითი ხასიათისაა და არ წარმოადგენს დიდი თანხის გამოსამუშავებლად გამიზნულ საშუალებას. მონაწილეთა უმრავლესობა ხელფასს იღებს კონკრეტული შტატის მინიმალურ სახელფასო ზღვარზე დაყრდნობით, რომელიც დაქვითვამდე საათში 7.00 უტოლდება. გადასახადები შემოსავლიდან იბეგრება, რომელიც ამერიკის უმრავლეს შტატში 40-დან 50 პროცენტამდე მერყეობს; დამსაქმებელი უკვე დაქვითულ ხელფასს გასცემს თანამშრომელზე. საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები გამიზნულია იმისთვის, რათა დაეხმაროს მსურველებს ინგლისური ენის შესწავლაში და ამერიკული კულტურის გაცნობაში, აძლევს რა მათ მუშაობის საშუალებას საცხოვრებლის და პირადი დანახარჯების გარკვეული (და არა მთლიანი) ნაწილის ასანაზღაურებლად. კომპანია იძლევა ვიზის მიღების გარანტიას; ვიზაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანია სრულად არ აგინაზღაურებთ პროგრამისთვის გადახდილ თანხას; კომპანია პირდაპირ გეუბნებათ ან მიგანიშნებთ, რომ სავიზო გასაუბრებისას საკონსულოს ოფიცერს ცრუ ინფორმაცია, ან ყალბი დოკუმენტაცია წარუდგინოთ; კომპანია არ გაწვდით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კომპანიებს, რომლებიც აშშ-ში საზაფხულო სამუშაო-სამოგზაურო პროგრამას გთავაზობენ, უფლება აქვთ, პროგრამაში მონაწილეთა 50%-ს მისცენ სამუშაოს თავად არჩევის უფლება; ჩვენ ვაწარმოებთ საზაფხულო სამუშაო-სამოგზაურო პროგრამაში ყველა მონაწილის უკან დაბრუნების მონაცემების აღრიცხვას იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი პროგრამისთვის განსაზღვრული ვადის ფარგლებში დაბრუნდნენ საქართველოში. საზაფხულო სამუშაო-სამოგზაურო პროგრამაში მონაწილეთა დიდი რაოდენობის აშშ-ში დარჩენის შემთხვევათა გათვალისწინებით, სავიზო გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ განსაზღვრულ კრიტერიუმებს ვიყენებთ. 4) ვფლობ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩემს მეზობელს განზრახული აქვს აშშ-ში არალეგალურად შევიდეს. დაცული იქნება თუ არა ჩემი კონფიდენციალურობა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის საკონსულოში გამოგზავნის შემთხვევაში. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ წერილებს და სატელეფონო ზარებს მოქალაქეებისგან, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას ვიზებთან დაკავშირებულ თაღლითობებსა და საზღვარგარეთ უცხოელთა არალეგალურად გადაყვანის თაობაზე. ჩვენ არასდროს ვუმხელთ სავიზო განაცხადის შემომტანს ინფორმაციის წყაროს. ვიზებთან დაკავშირებული თაღლითობების შესახებ მოწოდებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას სწორედ საზოგადოებისგან ვიღებთ. თქვენ შეგიძლიათ, თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე სწტთგდფეუ-ეიშდშთშ2თეფეუყპწმან ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: აშშ-ს საკონსულო; თაღლითობის აღკვეთის განყოფილება - ბალანჩინის 11, თბილისი 0131, საქართველო. 5) მსურს, გაგიზიაროთ ჩემი ბოლო სავიზო განაცხადის შეტანის პროცედურასთან დაკავშირებული გამოცდილება. 1990-იანი წლებიდან დაწყებული ხშირად ვმოგზაურობ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-შიც და, შესაბამისად, მიწევს ხოლმე აშშ-ს ვიზაზე განაცხადის შეტანა. საერთოდ, სავიზო განაცხადის შეტანის პროცესს ძალზე დიდი დრო მიაქვს. თუმცა ამა წლის 6 მარტს შემოვიტანე განაცხადი აშშ-ს ვიზაზე და გულწრფელად შემიძლია განვაცხადო, რომ სავიზო განაცხადის ბოლო ჯერზე შეტანის პროცედურა გამოირჩეოდა მაღალი ხარისხის მომსახურეობით. სავიზო ანკეტების შევსების და სავიზო გასაუბრების დღის ელექტრონული წესით დანიშვნის შემდეგ მე გამოვცხადდი საკონსულოში. სალაროში გადავიხადე განაცხადის შეტანის საფასური. მოსაცდელ ოთახში ძალზე მყუდრო გარემოა შექმნილი. ფანჯარასთან გამოცხადებამდე საინტერესო შინაარსის ჟურნალებს გავეცანი. ერთ-ერთ ფანჯარასთან აიღეს ჩემი თითის ანაბეჭდები, ხოლო რამოდენიმე წუთის შემდეგ საკონსულოს ოფიცერმა გასაუბრებაზე მიხმო. თავად გასაუბრებამ ორ წუთზე ნაკლები გასტანა, რომლის შემდეგ მე სხვა ფანჯარასთან გადავინაცვლე - ვრდ-ის საფოსტო მომსახურებისთვის შესაბამისი ფორმის შესავსებად. მთლიანმა პროცესმა ნახევარ საათზე ნაკლები დრო მოიცვა. შაბათს ჩემი პასპორტი და ვიზა ყოველგვარი პრობლემის გარეშე სახლში მომიტანეს. დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენც და თქვენს თანამშრომლებს ასეთი კვალიფიცირებული მომსახურებისთვის. გმადლობთ, თქვენი წერილისთვის. ყოველთვის სასიამოვნოა საზოგადოებისგან დადებითი შეფასების მიღება. სწორედ საზოგადოების მიერ ჩვენთვის შემოთავაზებული რჩევების გათვალისწინებით მოხდა საინფორმაციო ბროშურების განთავსება საკონსულოს მოსაცდელ დარბაზში, რომელიც თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხს მოიცავს. ჩვენ გვსურს, რომ სავიზო განაცხადის შემოტანის პროცესი (საბოლოო შედეგის მიუხედავად) შეძლებისდაგვარად მარტივად წარიმართოს და ყველანაირად ვცდილობთ მოსაცდელ ოთახში ვიზის მსურველებს მყუდრო გარემო შევუქმნათ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |