|
|
"რეზონანსი "
"ნაცმოძრაობის" მაჟორიტარ კანდიდატთა სიაში შესაძლოა, გიორგი გოგუაძეც აღმოჩნდეს
(პირველი) "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარ კანდიდატებად წარდგენილ ცნობილ ბიზნესმენებს შორის შესაძლოა, "სახალხო ბანკის" გენერალური დირექტორი გიორგი გოგუაძეც დასახელდეს. საპარლამენტო კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მმართველი პარტია მის წარდგენას თბილისის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში აპირებს. ასევე კულუარებში ბორჯომის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატად პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი გოჩა მარტინენკო დასახელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სახელისუფლებო პარტია მაჟორიტარული არჩევნების მოგებას სწორედ ბიზნეს-წრეების საზოგადოებისთვის ცნობილი წარმომადგენლების მეშვეობით გეგმავს. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთაწმინდის რაიონში ბედს "თელიანი ველის" წარმომადგენელი, ბიზნესმენი აჩიკო გეგენავა ცდის, ისნის საარჩევნო ოლქში - "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი, დიდუბის რაიონში - კომპანია "სამგორის" წარმომადგენელი ლადო კვარაცხელია, ხოლო ონის რაიონში - "ლუკოილის" გენერალური დირექტორი და კახა ბენდუქიძის ბიზნეს-პარტნიორი გოჩა ენუქიძე.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |