"რეზონანსი "
# 81
პარასკევი, 28 მარტი, 2008 წელი

მენიგოგკოქცემიით 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

(ინტერპრესნიუსი) თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მენინგოკოქცემიის დაავადებით 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, იგი მენინგოკოქცემიით მარნეულში დაავადდა, მაგრამ ის მარნეულელი არ იყო.

პაატა იმნაძის განცხადებით, 2008 წლის მონაცემებით, მენინგოკოქცემიით საქართველოში სამი ადამიანი დაიღუპა. მისივე თქმით, მენინგოკოქცემიის ინფექცია თავს გაზაფხულსა და შემოდგომაზე იჩენს. აქედან გამომდინარე, პაატა იმნაძე მოსახლეობას ურჩევს, აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობა გაფრთხილდეს, რათა მენინგოკოქცემიით არ დაავადნენ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com