"რეზონანსი "
# 81
პარასკევი, 28 მარტი, 2008 წელი

ოჩამჩირეში სამხედრო წვრთნები დღეს სრულდება

(პირველი) ოჩამჩირის რაიონში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყების მიერ დაწყებული სამხედრო წვრთნები დღეს სრულდება.

სწავლების მიზანი ჯარისკაცების ნაღმტყორცნებისა და ყუმბარმტყორცნების სროლაში მომზადებაა.

აღსანიშნავია, რომ წვრთნებში, ჯარისკაცებთან ერთად, რეზერვისტებიც მონაწილეობენ.

სამხედრო სწავლებას აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის მეთაური ანატოლი ზაიცევი ხელმძღვანელობს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com