|
|
"სარბიელი"
გოგშელიძემ ევროპა მოიყოჩაღა
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა კარგად დაწყებული საქმე კარგად გააგრძელეს და ფინეთში, ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვეს. გიორგი გოგშელიძემ (96 კგ) ოთხივე ორთაბრძოლა შესაშური შემართებით ჩაატარა და მეტოქეებს ოდენ ორი ქულა დაუთმო. ნახევარფინალში მისთვის უხერხული მოწინააღმდეგე, რუსი გაცალოვი 1:0, 4:2 დაამარცხა, ფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ტივილოვს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა, 2:0, 1:0 დაჩაგრა და ევროპის ჩემპიონობასთან ერთად ოლიმპიადის ლიცენზიაც მიიღო.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |