|
|
"სარბიელი"
რათა ორი? მაშ რამდენი? პაპუნა კედია
ავრაამ გრანტმა თქვა, როგორც ჩანს, ალექს ფერგიუსონი, ხუმრობის იშტაზე მოსულაო... "ჩელსის" თავკაცმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს ეს სიტყვები მას მერე "აკადრა", რაც მის გამონათქვამებს გაეცნო - ფერგის გამონათქვამები "ჩელსის" გადატვირთულ კალენდარს ეხებოდა"სარბიელის" მკითხველმა კარგად იცის, რომ სატელევიზიო მოთხოვნების გამო ლონდონელ "ლურჯებს" პრემიერლიგამ ოთხ დღეში ორი თამაში ჩაუსვა, რამაც გრანტი გააბრაზა. სწორედ ამ სიბრაზის პასუხად უთქვამს სერ ალექსს, სჯობს "ჩელსის" თავკაცობა ბუზღუნს მოეშვასო და გრანტსაც, თავის მხრივ, ამ პასუხზე გაუცია პასუხი: "ფერგიუსონმა, ალბათ, იხუმრა. დღეს პირველი აპრილი ხომ არ არის. ალექსს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მისი ნათქვამი მართლა საპირველაპრილო ხუმრობას ჰგავს". კალენდარი კი ასეა შედგენილი: "ჩელსიმ" 14 აპრილს შინ "უიგანთან" უნდა ითამაშოს, 17 აპრილს კი სტუმრად "ევერტონთან". ფერგიუსონის მწარე ნათქვამებიდან გრანტი ყველაზე მეტად მაინც ერთს გაუბრაზებია - წინა სეზონში "ტოტენჰემი" "ჩელსის" წინააღმდეგ უეფას თასზე "სევილიასთან" ახალნაბრძოლი, (სულ რაღაც 36 საათში), მიუშვეს, რის გამოც ჩელსელებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ჩემპიონები მაინც ჩვენ გავხდითო. "სამ დღეში ორი თამაშის შემდეგ "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის ხუთდღიანი მომზადების საშუალება ეძლევა - ისე განაცხადა ფერგიმ, გეგონება, "ჩელსი" უკვე იყოს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასული - თან, გაიხსენეთ, ლონდონელებს შარშან ჩვენთან შედარებით უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ჩემპიონი მაინც "მანჩესტერ იუნაიტედია". სადღეისოდ, "ჩელსი" "მანჩესტერს" ხუთი ქულით ჩამორჩება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |