"სარბიელი"
# 74
ხუთშაბათი, 3 აპრილი, 2008 წელი

მისტერ ფეარ პლეი

კოკი კანდელაკი

ფლორენციის "ფიორენტინას" მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ჟურნალ აშტფტჭფ-სა და შეფდშფ წპპშ-ს მიერ დაწესებული ფეარ პლეის სპეციალური ჯილდო მიიღო.

"პარმას" ექსთავკაცი იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და ნიჭიერი მწვრთნელია, ვინც მართლაც იცავს ფეარ პლეის პრინციპებს. პრანდელი, ფაქტობრივად, არასდროს აკრიტიკებს მსაჯებს მატჩების შემდგომ, მიუხედავად შედეგისა, ჯენტლმენად რჩება და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს მეტოქე გუნდების მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შორის.

"ეს ჯილდო მას გადაეცემა გამორჩეული პიროვნული და პროფესიული თვისებების, ინტელექტის, კარგი ხასიათისა და პრინციპებისთვის, რომელთა დანერგვასაც თავის კლუბშიც ცდილობს" - ითქვა მილანში გამართული დაჯილდოების ცერემონიალზე.

ჩეზარე პრანდელი: "ეს განსაკუთრებული გრძნობაა, ფლორენციამ კიდევ ერთი ჯილდო მაჩუქა. ბედნიერი ვარ, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასე დამაფასეს. ფეარ პლეის წესების დაცვა ადამიანის ბუნებიდან მოდის. რთულია, არ დაკარგო საკუთარი თავი და ზოგჯერ ასეც ხდება, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამით. მატჩების შემდეგ ყველაფრის დავიწყება უნდა ვისწავლოთ. ყველასი მესმის და ზოგჯერ ემოციების შეკავება შეუძლებელია, მაგრამ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი უნდა ვიყოთ".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com