"სარბიელი"
# 74
ხუთშაბათი, 3 აპრილი, 2008 წელი

ჩილეში ელიტისკენ გავიწევთ

15 აპრილიდან ჩილეში 20-წლამდელთა მსოფლიოს თასი გაიმართება და მასში საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს. მსოფლიოს ჩემპიონატი დაყოფილია ორ დივიზიონად. "ლელოები" ი დივიზიონში გამოდიან და შეჯიბრების მოგების შემთხვევაში მომავალ წელს ელიტარულ ფ დივიზიონში გადაინაცვლებენ. საქართველოს ნაკრებს 2005 წელს ევროპის პირველობაც მოუგია. ამ ასაკში ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად ითვლება და დიდი შანსია, რომ ჩილეშიც წარმატებას მივაღწიოთ. ი დივიზიონში გამარჯვებულის გამოსავლენად ორ ქვეჯგუფში განთესილი რვა გუნდი იბრძოლებს. პირველ ჯგუფს ჩილეს, რუმინეთის, ნამიბიის და კუკის კუნძულების ნაკრებები შეადგენენ, ხოლო მეორეში საქართველომ, ურუგვაიმ და იამაიკამ მოიყარეს თავი.

გუნდებს მოგებისთვის 4 ქულა დაერიცხებათ, ფრის შემთხვევაში 2 ქულას მიიღებენ. 4 ლელოს გამტანი და 7-ზე ნაკლები ქულით წამგები გუნდებიც თითო-თითო ბონუსქულას ჩაიწერენ. პლეი ოფი კი 27 აპრილიდან დაიწყება.

ჩვენმა 20-წლამდელებმა ამ ტურნირისთვის მზადება თებერვლიდან დაიწყეს. საქართველოში შეკრებამ 7 მარტამდე გასტანა. სულ გამოიცადა 55 მორაგბე. მათგან შეირჩა 31 კაცი, რომელნიც პირველ აპრილს საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში გაემგზავრნენ მომზადების კიდევ ერთი ეტაპის გასავლელად. ტულუზიდან დაბრუნებული ახალგაზრდა "ლელოები" საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებთან ტესტ-მატჩებს გამართავენ, რის შემდეგაც 31 კაციდან საბოლოო შემადგენლობაში 26 მორაგბე მოხვდება.

11 აპრილს კი გუნდი უკვე ჩილეში გეამგზავრება. ნაკრებში გამოძახებულნი არიან ლეგიონერებიც.

ზურაბ მიგრიაული

საქართველოს 20-წლამდელთა გაფართოებული შემადგენლობა: ვასილი კაკოვინი (უნივერსიტეტი), გიორგი ტორაძე (ქუთაისი), გიორგი ცირეკიძე (არმაზი), ბექა სხულუხია (ქუთაისი), ირაკლი მირცხულავა (დინამო), რევაზ ბასილაშვილი (რუსთავი), საბა ქართველიშვილი (არმაზი), გიორგი ჯაშიტაშვილი (ყოჩები), ბექა ნიკოლაიშვილი (ყოჩები), ალექსი იორდანაშვილი (ლელო), არჩილ კობაური (მასი, საფრანგეთ), დავით ჩიჩუა (აჟენი, საფრანგეთი), ვლადიმერ ჩოჩიშვილი (ყოჩები), ვლადიმერ გუნიავა (უნივერსიტეტი), ვახტანგ მძინარიშვილი (ლელო), ირაკლი რევიშვილი (ქუთაისი), ვიტო კოლელიშვილი (ლელო), ლევან გოგია (უნივერსიტეტი), გიორგი ჭინჭარაული (ლელო), გიორგი როხვაძე (ქუთაისი), ბექა წიკლაური (უნივერსიტეტი), ლაშა ხმალაძე (ლელო), ალექსი ტუჩაშვილი (უნივერსიტეტი), ჯაბა კიკვიძე (უგუნდო), რატი ნუცუბიძე (უნივერსიტეტი), დავით გრძელიშვილი (ყოჩები), გიგა კორკელია (ლელო), ალექსანდრე ინაშვილი (ყოჩები), მიხეილ წიკლაური (რუსთავი), გოდერძი ჯოგლიძე (ლელო), ვახტანგ კავთიძე (უნივერსიტეტი)

მწვრთნელები: ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ლევან მაისაშვილი



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com