|
|
"სარბიელი"
ხიზანიშვილმა მარტი მოიგო
მიხეილ ჟორჟოლიანი
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "ბლექბერნის" მცველი ზურაბ ხიზანიშვილი კლუბის გულშემატკივრებმა მარტის თვის საუკეთესო მცველად დაასახელეს. გამოკითხვა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარდა და ხიზანიშვილმა გულშემატკივართა ხმების 41 პროცენტი დააგროვა და 16 პროცენტით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ სტივენ უორნოკს. გამოკითხვა ყველა პოზიციაზე მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ გულშემატკივრები უკვე თვის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებენ, სადაც ხიზანიშვილსაც აქვს შანსი, გახდეს მათი თვის რჩეული.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |