|
|
"სარბიელი"
ქარიანი ტესტი: გელა შეყილაძე უცხოეთს ელის
ნუკრი ლოლაძე
გუშინ "ოლიმპიკის" ბავშვთა საფეხბურთო სკოლის მოედანზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატთა გამოსაცდელი მორიგი მატჩი გაიმართა. მთავარმა მწვრთნელმა გელა შეყილაძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის ნაკრები თბილისის ნაკრებს გააჯიბრა. დიღომში ძლიერი ქარი ქროდა და ამან თამაშზე დიდი გავლენა იქონია. მატჩი ფრედ, 0:0 მორჩა. შეხვედრა მწირმომენტიანი გამოდგა და შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა... თბილისის ნაკრები: ნადირაძე (ლეგაშვილი 46), ადამაშვილი (მელაძე 46), ჯიმშელეიშვილი (კვეკვესკირი 46), ახვლედიანი (სირაძე 46), ამაშუკელი (საბაძე 46), ჯიშკარიანი (შონია 46), ჟვანია (ბარიხაშვილი 46), ქართველიშვილი, მურადაშვილი (ბაქრაძე 46), ვაშაკიძე (ჩაფიძე 46), გაბაშვილი (უგულავა 46), დასავლეთ-აღმოსავლეთის ნაკრები: მეშველიანი (მაქაცარია 46), კირკიტაძე, ფუტკარაძე (აფაქიძე 46), მირცხულავა, დიღმელაშვილი, ჭედია (იობაშვილი 46), ჩელებაძე (ღარიბაშვილი 46), ძალამიძე (კუხიანიძე 46), ორდენიძე (მეფარიშვილი 46), ხარაბაძე (გრძელივანიშვილი 46), ბუზალაძე (ჩანგელია 46). თამაშს 300-მდე მაყურებელი დაესწრო და მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ხორვატი თავკაცი პეტარ სეგრტიც იყო. ნამატჩევს გელა შეყილაძეს გავესაუბრეთ: "სექტემბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის სერიოზულად ვემზადებით. კარგი იქნებოდა, დღეს ასეთი ძლიერი ქარი არ ყოფილიყო, ფეხბურთელები უკეთ აჩვენებდნენ თავიანთ შესაძლებლობებს, მაგრამ არა უშავს, ამ ბავშვების თამაშს ისედაც კარგად ვიცნობთ. ამ ფეხბურთელებიდან 20 კაცს შევარჩევთ და 5 აპრილიდან თბილისში შეკრებაზეც გადავალთ. 15 და 17 აპრილს ბულგარეთში ამ ქვეყნის ნაკრებს გავეჯიბრებით, მაისში რუმინეთთან გვაქვს დაგეგმილი თამაში, აგვისტოში პალანგის ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას. გვაინტერესებს, ჩვენები საერთაშორისო დონეზე როგორ წარმოაჩენენ თავს. სექტემბერში კი შესარჩევი ეტაპიც დაიწყება".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |