|
|
"სარბიელი"
დვალიშვილის ბალტი-გოლი
მიხეილ ჟორჟოლიანი
"ბალტიის თასის" გათამაშების ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში გაილაღა დავით გამეზარდაშვილისა და ვლადიმერ დვალიშვილის "სკონტომ". ლატვიელებმა სტუმრად 6:1 მოუგეს ლიტვურ "სუდუვას" და ნახევარფინალში გასვლა თითქმის გაინაღდეს. გამეზარდაშვილმა ლიტველებთან სრულად ითამაშა, დვალიშვილი კი მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა და ხუთ წუთში პენალტიც გაიტანა. ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებენ სხვა "ქართული" ქუნდებიც - ლატვიური "ვენტსპილსი" და ლიტვური "კაუნასი". "ვენტსპილსმა" ზურაბ მენთეშაშვილის გარეშე 2:0 მოუგო ვილნიუსის "ჟალგირისს" და ქულებით (6-6) გაუთანაბრდა. გივი კვარაცხელიას, ნუკრი მანჩხავასა და აკაკი ხუბუტიას "კაუნასი" კი სტუმრად 1:1 ეთამაშა ლიეპაიას "მეტალურგსს". სამივე ქართველი ძირითადში იყო, მანჩხავამ 25-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |