"სარბიელი"
# 74
ხუთშაბათი, 3 აპრილი, 2008 წელი

მათე ღვინიანიძის დაწყევლილი მუხლი: ქართველმა მცველმა სეზონი დაასრულა

ილია ნანობაშვილი

ძალიან დატანჯა ტრავმებმა მათე ღვინიანიძე. წარმოიდგინეთ, 20 დეკემბერს "მიუნხენ 1860"-ის მცველმა მენისკის ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც მკურნალობდა და ერთი თამაშიც ვერ ჩაატარა, ახლა კი მარცხენა მუხლზე ოპერაცია დასჭირდა.

აუგსბურგის კლინიკაში მათეს მუხლის სახსრის დაზიანებული ქსოვილი ამოკვეთეს და ექიმის ცნობით, მართალია, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჩვენიანი მხოლოდ ახალი სეზონისთვის იქნება მზად.

ღვინიანიძე ჯერ მარტო ოთხ კვირას აუგსბურგის კლინიკაში გაატარებს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com