|
|
"სარბიელი"
სად წავა ადამია მაისიდან? მიხეილ ჟორჟოლიანი
ქართველ ლეგიონერთაგან გოლებით თუ ვინმე გამოირჩევა, ერთ-ერთი ბაქოს "ნეფთჩის" თავდამსხმელი გიორგი ადამიაა. მას აზერბაიჯანულმა ფჭუკშთზწკე-მა ინტერვიუ ჩამოართვა და აქ სწორედ ამ ინტერვიუს გთავაზობთ...- "ნეფთჩისთვის" ჩემპიონატის მოგება უფრო მნიშვნელოვანია თუ ქვეყნის თასის. - საუცხოო იქნებოდა, დუბლი გაგვეკეთებინა. არა მგონია, გუნდში ვინმეს ეს ორი ტურნირი მნიშვნელობის მიხედვით დაეყო. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა სეზონის ბოლოს ორივე ჯილდო მოვიპოვოთ. - წინ ტურში თანაქალაქელი "ბაკი" დაამარცხეთ... - მიხარია, რომ დერბიში გავიმარჯვეთ. ამ მატჩს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან პირველ წრეში "ბაკიმ" 5:1 მოგვიგო. - ამ სეზონში ჩემპიონობის ყველაზე რეალური შანსი რომელ გუნდს აქვს. - ჩემი აზრით, გათამაშების ლიდერ "ოლიმპიკს". თუმცა, ვფიქრობ, მისი გასწრება შეგვიძლია. გუნდში საუცხოო ატმოსფეროა და მოედანზე ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. - გამოდის, რომ ყველაფერს "ნეფთჩი" - ოლიმპიკის" შეხვედრა გადაწყვეტს. - ვფიქრობ, ასეა. თუმცა ამ მატჩამდე ქულები არ უნდა დავკარგოთ. თუ შეცდომებს დავუშვებთ, მაშინ ლიდერთან გამარჯვებამ შეიძლება ვეღარც გვიშველოს. - მაისში "ნეფთჩისთან" კონტრაქტი გიმთავრდებათ და თუ გადაწყვიტეთ, კარიერას სად განაგრძობთ. - ჯერჯერობით, ვფიქრობ. სხვა ქვეყნის ჩემპიონატში თამაშზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. თუ კარგი წინადადებები მექნება, განსახილველად მზად ვარ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |