|
|
"სარბიელი"
ქართველების სკონტო და უქართველო ვენტსპილსი
მიხეილ ჟორჟოლიანი
დღეს ლატვიის ჩემპიონატი იწყება და პირველივე ტურში პრინციპული ჯახია - დავით გამეზარდაშვილის, ზაალ ელიავასა და ვლადიმერ დვალიშვილის "სკონტო" ზურაბ მენთეშაშვილის "ვენტსპილსს" შეხვდება. მენთეშაშვილის თამაში ტრავმის გამო გამორიცხულია, დანარჩენებს კი მოედანზე გასვლის შანსი აქვთ. თუ ასეც მოხდა, ეს დვალიშვილისთვის დებიუტი იქნება ლატვიის ჩემპიონატში. სადებიუტოდ კი კლუბის ხელმძღვანელობამ დვალიშვილი უკვე შეამზადა - გუშინ ჩვენებური და კიდევ სამი ახალწვეული გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს ოფიციალურად წარუდგინა, მწვრთნელმა პოლ ეშუორტმა კი დვალიშვილი კარგად დაახასიათა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |