|
|
"სარბიელი"
გაზპრომმა ლევერკუზენი თერთმეტ წუთში გაგუდა
ვაჟა ხუციშვილი
უეფას თასი 2007-მეოთხედფინალი. პირველი მატჩები2008
ლევერკუზენი (გერმანია) 1:4 ზენიტი (რუსეთი) 0:1 არშავინი (19), 1:1 კისლინგი (33), 1:2 პოგრებნიაკი (52), 1:3 ანიუკოვი (61), 1:4 დენისოვი (63) ლევერკუზენი: ადლერი, კასტრო, ფრიდრიხი, ჰაგი, გრეშკო (სარპეი 66), შნაიდერი (ბარბარესი 62), ვიდალი (სინკევიჩი 74), როლფესი, ბარნეტა, კისლინგი, გეკასი მწვრთნელი: მიხაელ სკიბე ზენიტი: მალაფეევი, ანიუკოვი, შიროკოვი, კრიჟანაცი, შირლი, დენისოვი, ტიმოშჩუკი, ზირიანოვი, არშავინი, პოგრებნიაკი, ფაიზულინი მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი გაფრთხილება: კრიჟანაცი, ბარნეტა, ფრიდრიხი მსაჯი: ოლეგარიუ ბენკუერენსა (პორტუგალია) 19 500 მაყურებელი ბაიერნი (გერმანია) 1:1 ხეტაფე (ესპანეთი) 1:0 ტონი (26), 1:1 კონტრა (90) ბაიერნი: კანი, ლამი, ლუსიო, დემიკელისი, იანსენი (ლელი 80), შვაინშტაიგერი, ზე რობერტო, ვან ბომელი (ოტლი 96), რიბერი, ტონი (კლოზე 80), პოდოლსკი მწვრთნელი: ოტმარ ჰიცფელდი ხეტაფე: უსტარი, კორტესი, მარიო, ტენა, სინიორინო, პაბლო ერნანდესი, დე ლა რედი, კასკერო (სელესტინი 73), გრანერო (კონტრა 78), ალბინი, უჩე (მანუ 68) მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი გაფრთხილება: მარიო, ტონი, ტენა, გრანერო, დე ლა რედი მსაჯი: ჰოვარდ ვები (ინგლისი) 62 000 მაყურებელი ფიორენტინა (იტალია) 1:1 პსვ (ჰოლანდია) 1:0 მუტუ (56), 1:1 კუვერმანსი (63) ფიორენტინა: ფრეი, იორგენსენი, გამბერინი, უიფალუში, გობი, კუჟმანოვიჩი (დონადელი 67), ლივერანი (ვიერი 76), მონტოლივო, სანტანა (ოსვალდო 90), მუტუ, პაცინი მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი პსვ: გომეში (როორდა 59), კრომკამპი, მარსელისი, სალსიდო, რაიკოვიჩი, მენდესი, სიმონსი, აფელაი, კულინა, ფარფანი (ვაირინენი 90), კუვერმანსი (ლაზოვიჩი 64) მწვრთნელი: სეფ ვერგოოსენი გაფრთხილება: დონადელი, ფარფანი მსაჯი: ლორან დუამელი (საფრანგეთი) 35 000 მაყურებელი რეინჯერსი (შოტლანდია) 0:0 სპორტინგი (პორტუგალია) რეინჯერსი: მაკგრეგორი, ბროდფუტი, ვეირი, კუელიარი, პაპაჩი, ჰემდანი, დევისი, ფერგიუსონი, ტომსონი, მაკკალოხი, დარშევილი (ნოვო 72) მწვრთნელი: უოლტერ სმიტი სპორტინგი: რუი პატრისიო, აბელი, ტონელი, ანდერსონ პოლგა, გრიმი, ველოზო, მუტინიუ, იზმაილოვი (პერეირინია 70), რომანიოლი, ლიდსონი, ვუკჩევიჩი (დიალო 75) მწვრთნელი: პაულუ ბენტუ გაფრთხილება: ფერგიუსონი, იზმაილოვი, გრიმი, ლიდსონი, ვეირი მსაჯი: იური ბასკაკოვი (რუსეთი) 48 927 მაყურებელი
საზიზღრობაა - თქვა "ლევერკუზენის" კაპიტანმა ბერნდ შნაიდერმა "ზენიტთან" მარცხის შემდეგ, ხოლო სტუმართა მცველმა რადეკ შირლმა ბრძანა: "ასეთ გამარჯვებაზე ვერც ვიოცნებებდი". "ლევერკუზენში" საქმე ცუდადაა - ბუნდესლიგაში ზედიზედ ორ მარცხს გუნდმა უეფას თასზე მესამე მიაყოლა და დიდად საეჭვოა, რომ სანკტ-პეტერბურგში სასწაული მოახდინოს. მიხაელ სკიბეს გუნდი შარშანაც იყო მეოთხედფინალში და მაშინ "ოსასუნასთან" შინ 0:3 წააგო. "ეს ფიასკოა - განაცხადა მასპინძელთა მწვრთნელმა - ზუსტად შარშანდელის მსგავსი. საკუთარი თამაში მეტოქეს თავს ვერაფრით მოვახვიეთ. პირველი გოლიც ვაჩუქეთ, როცა ტრანკილიო ბარნეტამ ცენტრის ხაზთან ბურთი დაკარგა. მეორე ტაიმში კი სწრაფი კონტრიერიშების საშუალება მივეცით. ძალიან ნაწყენი ვარ, ისევე როგორც ყველა ჩემი ფეხბურთელი. აქამდე სუცხოოდ მოვედით და მთელი ნაჯაფი დღეს წყალში გადავყარეთ. სეზონის დასაწყსში საკმაოდ კარგად ვთამაშობდით, ახლა კი გუნდი გუნდს აღარ ჰგავს. სანკტ-პეტერბურგში საპასუხო მატჩი ჩვენთვის ალბათ ბოლო იქნება უეფას თასზე". "გაზპრომის" ფულით და ჰოლანდიელი მწვრთნელით, "ზენიტმა" წინა სეზონში რუსეთის ჩემპიონატი მოიგო, ახლა კი ცალი ფეხით უეფას თასის ნახევარფინალშია. ნევისპირელთა თავკაცი დირკ ადვოკატი ლევეკუზენში კვლავ ტრიბუნაზე იჯდა და ამით სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. ზენიტელებმა ოთხივე გოლი კონტრშეტევებზე გაიტანეს, მათგან საუკეთესო კი პირველი იყო. არშავინმა მარჯვენა ფლანგზე 50 მეტრი გაირბინა და საჯარიმოში შესულმა წინგამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაავლო. კისლინგმა მალევე გაათანაბრა, მაგრამ მეორე ტაიმის თერთმეტწუთიან მონაკვეთში, როცა "ლევერკუზენს" ტკბილად ეძინა, პოგრებნიაკმა ცარიელ კარში ახლოდან გაიტანა, ანიუკოვმა საჯარიმოს გარედან, მეოთხე კი მეკარესთან პირისპირ გასულმა დენისოვმა მიითვალა. "ხეტაფე" უეფას თასზე სტუმრად უკეთ რომ თამაშობს, ვიდრე შინ, ეს "ბაიერნთანაც" დაამტკიცა - ზედიზედ მეხუთე გასვლითი მატჩი არ წააგო, "ტოტენჰემს" და "ბენფიკას" კი სულაც მოუგო. მიქაელ ლაუდრუპის გუნდი პირველ ტაიმში მორიდებული ჩანდა სახელოვან მეტოქესთან, მაგრამ შესვენების შემდეგ გაშინაურდა და უამრავი მომენტი შექმნა. თავიდან მიუნხენელები დასახლდნენ ხეტაფელთა საჯარიმოში და ახლოდან თუ შორიდან ურტყეს კარში, გოლი კი ლუკა ტონიმ კუთხურის შედეგად გაიტანა. იტალიელი შორ ძელთან ჩაუსაფრდა ბურთს და თავით შეაგდო. მეორე ტაიმში "ხეტაფემ" მასპინძელთა მცველები ნაირნაირი შეტევებით დაქნცა. ერთ ეპიზოდში კარიდან გამოსვლისას კანიც შეცდა, მაგრამ მანუმ ბურთი ძელს გაარტყა. ბოლოს კი "ბაიერნი" მეტოქის შეტევებს აბდაუბდა იგერიებდა. შეცვლაზე ათი წუთის შესულმა კონტრამაც ამით ისარგებლა: საჯარიმოში ბურთი მკერდით შეიგდო და ისე ოსტატურად ამოჰკრა ფეხი, რომ კანიც პირღია დატოვა და კარის ხაზზე მყოფი ორი მცველიც, რომლებიც ბურთის მოსაგერიებლად ახტნენ და თავებით კინაღამ ხარიხას შეასკდნენ. "პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ და მეტოქე მივამწყვდიეთ მისსავე ნახევარზე - თქვა ოტმარ ჰიცფელდმა - შესვენებამდე რამდენიმე გოლის გატანა გვმართებდა, რადგან საამისო მომენტები გვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში "ხეტაფემაც" გვაჩვენა კლასი და ბოლოს მაინც დაგვსაჯა გამოუყენებელი მომენტების გამო." "ზოგადად, "ბაიერნი" ნებისმიერ მატჩში მოწინააღმდეგეზე მეტხანს ფლობს ბურთს, თუმც ბოლო 20 წუთის განმავლობაში ჩვენ საკუთარ თავზე მაღლა ავხტით და მასპინძლებს აშკარად ვაჯობეთ - განაცხადა მიქაელ ლაუდრუპმა - მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში გული მიგრძნობდა, რომ აუცილებლად გავიტანდით". "ფიორენტინას" ზედიზედ 13 მატჩში ფრე არ ეთამაშა და მაინცდანაიც პსვ-ს დაუზავდა, რომელთანაც შინ მოგება სჭირდებოდა. ადრიან მუტუ მეკარესთან პირისპირ დარჩა, გომესი კარიდან გამოვიდა, რუმინელის დარტყმული ბურთი გომესისგან ისევ მუტუს მოხვდა და ბადეში შევარდა. მასპინძლების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან დენი კუვერმანსმა საუცხოო, უძლიერესი დარტყმით მალევე გაათანაბრა. გლაზგოში კი "რეინჯერსმა" პიველ ტაიმში საგოლე მომენტების რაოდენობით აჯობა "სპორტინგს", თუმც შესვენების შემდეგ ლისაბონელებმა რამდენიმე ასპროცენტიანი ეპიზოდი ვერ გამოიყენეს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |