|
|
"სარბიელი"
ფინკეს საქართველო გერმანიაშიც იციან: ვან გაალის აიწონა-დაიწონა
ილია ნანობაშვილი
გერმანულ პრესაში დაიწერა, ფოლკერ ფინკე საქართველოს ნაკრებში გათავკაცების ერთ-ერთი კანდიდატიაო. იქ თავად ფინკეს სიტყვებიცაა მოყვანილი, საქართველოზე ბევრი რამ ვიცი, მაგრამ მწვრთნელობაზე არავინ დამკავშირებია და ჯერ ვერაფერს გეტყვითო. ფოლკერ ფინკე 16 წალიწადი "ფრაიბურგის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ და შარშან დატოვა კლუბი, "ფრაიში" კი მას ქართველი ფეხბურთელების მეტი რა ჰყავდა... ისე, ფინკე საკმაოდ თავშეკავებული საუბრობს საქართველოს ვარიანტზე. ახლა გაცილებით სახელიან მწვრთნელზე და ჩვენი ინფორმაციით, გერმანულზე სარწმუნო ვარიანტზე - ლუის ვან გაალს ვგულისხმობთ. ჰოლანდიური პრესის ცნობით, ვან გაალი მაისში დატოვებს "ალკმაარს", ბევრი მიმომხილველი კი მას გერმანული "ჰამბურგისკენ" "ექაჩება". "ალკმაარის" ხელმძღვანელობას, ეტყობა, ვან გაალის დატოვება სურს. აქვე ჰოლანდიური კლუბის სიტყვები: "წინა კვირაში ლუისთან სერიოზული საუბარი გქონდა. მთლიანობაში, თანამშრომლობის გაგრძელება ორივეს გვინდა, მაგრამ ვან გაალმა მითხრა, სეზონის ბოლოს შეიძლება, წავიდეო. მიხარია, რომ ფეხბურთელებს მწვრთნელის წასვლა არ სურთ. "ალკმაარს" 4 ფანტასტიკური წელიწადი ჰქონდა, ახლა კი მძიმე მდგომარეობაში ვართ და ძველი მიღწევები რომ დავიბრუნოთ, ვფიქრობ, ამისთვის კარგი ვარიანტი ვან გაალის დარჩენა იქნება". ...საგულისხმოა, რომ ვან გაალმა უკვე გააჟღერა გუნდიდან წასვლის სურვილი.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |