|
|
"სარბიელი"
ქართველი 53:34 უცხოელი - სადაური უნდა იყოს საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი?
ქართველი: 212 ხმა (53,0%) უცხოელი: 138 ხმა (34,5%) სულერთია: 40 ხმა (10,0%) თავი შეიკავა: 10 ხმა (2,5%)
სულ გამოიკითხა 400 რესპონდენტი"სარბიელი" გუშინდელ ანონსში იუწყებოდა, კითხვა, ვინ გახდება საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, მეცამეტედ დაისვაო. წინა თორმეტ შემთხვევაში პასუხები ასეთი იყო: ანატოლი ნორაკიძე, ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, იოჰან ბოსკამპი, ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი, ივო შუშაკი, მერაბ ჟორდანია, ალენ ჟირესი, გაიოზ დარსაძე, კლაუს ტოპმიოლერი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის გარიჟრაჟზე კითხვა: ქართველი თუ უცხოელი, საერთოდ არ დამდგარა. ეს კითხვა მოგვიანებით გაჩნდა. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს უკვე ოთხი უცხოელი ედგა სათავეში - ჰოლანდიელი ბოსკამპი მალევე გაუშვეს, ხორვატი შუშაკი, წინასწარვე ვიცოდით, მალევე რომ წავიდოდა, ფრანგ ალენ ჟირესს ფეხბურთის ფედერაციის ახალმა უფროსობამ ცუდი თვალით შეხედა, გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი კი... თუმცა ტოპმიოლერის ამბავი იმდენად ახალია, შეხსენება უხერხულია. კითხვა კი კვლავ დაისვა: ქართველი თუ უცხოელი. კი, უფრო საინტერესო კონკრეტული გვარების ჩამოთვლაა, მაგრამ როგორც ფედერაციის გენერალურმა მდივანმა უჩა უგულავამ გვითხრა, სიაში 20-25 მწვრთნელია. სია რომ შეთხელდება, ანალიზი მიზანშეწონილი მერე იქნება. ჯერჯერობით კი ეს ვიკითხოთ: ქართველი თუ უცხოელი?
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |