|
|
"სარბიელი"
ამერმა დიმიტრი ტატანაშვილს თურქეთი დართო
კოტე კეკელია
გუშინ "ამერი" - "სპარტაკის" მატჩისას თვალშისაცემი იყო, რომ ამ სეზონში "ყვითლების" საუკეთესო მეგოლე დიმიტრი ტატანაშვილი არც მოედანზე გამოჩენილა და არც სათადარიგოთა შორის იყო. საქმე ის არის, რომ საქართველოს თასის ბოლო ფინალში გამარჯვების გოლის გამტან თავდამსხმელს თვალი თურქულმა "ქაისერისფორმა" დაადგა და გაცნობისა და შემოწმების მიზნით ერთი კვირით თავისთან მიიწვია. თურქების თხოვნას "ამერიც" დათანხმდა და ტატანაშვილს ამ ერთი თამაშის გამოტოვების უფლება მისცა. ფეხბურთელი თბილისში ამ დღეებში დაბრუნდება, დანარჩენი კი სეზონის დასრულების მერე გამოჩნდება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |