"სარბიელი"
# 76
შაბათი, 5 აპრილი, 2008 წელი

გელაშვილის თამაში, სანტოსის დაბრუნება

ნუკრი ლოლაძე

თბილისის "ვიტ ჯორჯიადან" "ზესტაფონში" გადაბარგებულმა ნიკა გელაშვილმა თურქეთში შეკრებაზე ლავიწის ძვალი რომ გაიტეხა, კარგა ხნის ამბავია. ამას წინ ისიც გაუწყეთ, რომ გელაშვილმა ვარჯიში დაიწყო, ცინცხალი ცნობა კი ეს არის - 6 აპრილს გელაშვილი პირველლიგელ "ზესტაფონი 2"-ს "სამტრედიის" წინააღმდეგ დაეხმარება.

ერთიც: გუშინ საქართველოში დაბრუნდა ბრაზილიელი ედსონ სანტოსი, ვინც ცნობილ მიზეზთა გამო დროებით დაშორდა "ზესტაფონს".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com