"სარბიელი"
# 77
ორშაბათი, 7 აპრილი, 2008 წელი

სპორტი ნარკომანიის წინააღმდეგ!

ზურაბ მიგრიაული

გასულ შაბათს კუს ტბაზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ფედერაციასთან ერთად აქცია მოაწყო ნარკომანიის წინააღმდეგ. ღონისძიებაში მრავალი ცნობილი სახე მონაწილეობდა. მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს თანამემამულეებს ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ.

აქცია 12 საათზე დაიწყო. მკლავჭიდში ერთმანეთს ინვალიდები შეეჯიბრნენ. შემდეგ სახალისო საფეხბურთო მატჩი გაიმართა ჟურნალისტებსა და "სტუმართა ნაკრებს" შორის. ჟურნალისტებს "სარბიელის", "ლელოს", "ჯორჯია თუდეის", "მსოფლიო სპორტის", "ოლიმპისა" და სპორტის დეპარტამენტის სპორტზე მწერლები წარმოადგენდნენ, ხოლო "სტუმართა ნაკრებში" გიორგი ნემსაძემ, რეზო არველაძემ, დავით ილურიძემ, ლექსო ქავთარაძემ (ლექსენი) და საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა რევაზ დიდიამ და ბესიკ ლეჟავამ ითამაშეს. აქციის ბოლოს გრეხეტბოლი და მკლავჭიდის ფინალური ორთაბრძოლები გაიმართა. შეჯიბრებების მონაწილეები პრიზებით დაჯილდოვდნენ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com