"სარბიელი"
# 77
ორშაბათი, 7 აპრილი, 2008 წელი

შევა რომაში?

კოკი კანდელაკი

ანდრეი შევჩენკოთი მარტო "მილანი" კი არა, "რომაც" ყოფილა დაინტერესებული. ბრიტანული პრესის ცნობით, თუ "მგლებს" "არისტოკრატებთან" შეთანხმება არ გამოუვათ, 31 წლის უკრაინელის ნაცვლად "პორტუს" 25 წლის არგენტინელ თავდამსხმელ ლისანდრო ლოპესზე გადაერთვებიან.

არსენალი მეკარეს ეძებს

თითქმის გადაწყევეტილია, რომ სეზონის ბოლოს ლონდონის "არსენალს" იენს ლემანი დატოვებს. "მეთოფეები" უკვე ეძებენ ვეტერანი გერმანელი მეკარის შემცვლელს და ორი კანდიდატურაც შეურჩევიათ - "ლიონის" კარის დარაჯი გრეგორი კუპე და "ჩივასის" ამერიკელი გოლკიპერი ბრედ გუზანი.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com