"სარბიელი"
# 77
ორშაბათი, 7 აპრილი, 2008 წელი

ბაიერნი ენკეს უმიზნებს

კოკი კანდელაკი

გერმანული პრესა იუწყება, რომ "ბაიერნი" მომავალი სეზონიდან მიხაელ რენზინგზე გააკეთებს აქცენტს, რადგან ოლივერ კანი კარიერას ასრულებს. აი სათადარიგო მეკარედ კი მიუნხენელები "ჰანოვერის" 30 წლის გოლკიპერის, რობერტ ენკეს კანდიდატურას განიხილავენ. უკვე იმასაც ამბობენ, თავად "ჰანოვერი" ენკეს ნაცვლად "კაიზერსლაუტერნიდან" ფლორიან ლომროვიცს გადმოიყვანსო.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com