|
|
"სარბიელი"
ტუნისს მარშანი ჩაიბარებს
კოკი კანდელაკი
ტუნისის ეროვნულ ნაკრებს მალე ფრანგი სპეციალისტი ბერტრან მარშანი ჩაიბარებს. ტუნისის ფეხბურთის ფედერაცია მას ყველაზე სასურველ კანდიდატად ასახელებს და წესით მალე კონტრაქტი ოფიციალურადაც უნდა გაფორმდეს. მარშანის გარდა, კანდიდატებად ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი და გეროტ როჰრიც სახელდებიან, მაგრამ მათ ნაკლები შანსები აქვთ. 52 წლის მარშანმა ექვს თვეზე ნაკლებ პერიოდში ტუნისური "ეტუალ დიუ საჰელი" აფრიკული ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფამდე მიიყვანა. მარშანის თანამემამულე როჟე ლემერი ტუნისს ექვსი წელი წვრთნიდა და ყველაზე დიდ წარმატებას 2004-ში მიაღწია, როცა ნაკრებს აფრიკის ეროვნებათა თასი მოაგებინა. ტუნისის ნაკრების ახალი მწვრთნელის მიზანი, ცხადია, ნაკრების 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაყვანა იქნება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |