"სარბიელი"
# 77
ორშაბათი, 7 აპრილი, 2008 წელი

სეგრტმა განრიგი ჩამოწერა: მაღაროელი, მესხეთი, სპარტაკი

მიხეილ ჟორჟოლიანი

საქართველოში დარჩენილი ერთადერთი უცხოელი მწვრთნელი, ახალგაზრდული ნაკრების ხორვატი თავკაცი პეტარ სეგრტი აპირებს, თავისი ცოდნა რეგიონებში მომუშავე მწვრთნელებს გაუზიაროს, რის თაობაზე ადრეც ვწერდით.

ხვალ სეგრტი თავისივე ასისტენტ ლევან ხომერიკთან ერთად, ჭიათურას ეწვევა და "მაღაროელთან" ჩაატარებს ვარჯიშს, ხუთშაბათს კი ახალციხის "მესხეთს" დამოძღვრავს ერთი დღით.

მსგავსი ვიზიტი ცხინვალის "სპარტაკშიც" არის დაგეგმილი, თუმცა თარიღი ჯერ უცნობია.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com