|
|
"სარბიელი"
კვირკველიამ სიმბოლურში აბრამიძეც შეიყოლა
მიხეილ ჟორჟოლიანი
სანკტ პეტერბურგის "ზენიტთან" მატჩის შემდეგ რუბინელი დავით კვირკველია მხოლოდ ერთმა ინტერნეტგამოცემამ შეიყვანა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. სამაგიეროდ, ქართველი ფეხბურთელი "ტომთან" (2:1) მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა და მისი გვარი არც ერთი გამოცემის სიმბოლური ნაკრების გარეთ არ დარჩენილა. მახაჩყალის "ანჟიში" კი იმდენი ქართველია, მატჩის შემდეგ რომელიმე საუკეთესოდ რომ არ დაასახელონ, შეუძლებელიც კი ჩანს. ნოვოროსიისკის "ჩერნომორეცთან" (1:0) მოგებული მატჩის შემდეგ ეს პატივი ერთადერთი გოლის ავტორ ვალერი აბრამიძეს ერგო.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |