"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

კაუნასს კვარაცხელიას პენალტი არ დასჭირდა

კახა შალამბერიძე

ლიტვის ჩემპიონატში მეორე ტური ჩატარდა და "კაუნასმა", სადაც გივი კვარაცხელია, ნუკრი მანჩხავა და აკაკი ხუბუტია თამაშობენ, "შილუტე" 3:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელადაც ითამაშეს.

88-ე წუთზე კვარაცხელიამ პენალტი ვერ გამოიყენა, ხოლო 76-ე წუთზე ხუბუტიამ ყვითელი ბარათი მიიღო.

ორი ტურის შემდეგ ჩემპიონატს "კაუნასი" 6 ქულით ლიდერობს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com