|
|
"სარბიელი"
ყაზახური ქართველობა
კახა შალამბერიძე
ყაზახეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში რევაზ ძოძუაშვილის ყარაგანდის "შახტიორმა" პავლოდარის "ირტიში" შინ 3:1 დაამარცხა. ყარაგანდელმა ლაშა ნოზაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ლევან მელქაძე სათადარიგო იყო. ძმებ ზვიად და გიზო ჯელაძეების უსტ-კამენოგორსკის "ვოსტოკი" შინ ალმატის "მეგასპორტთან" 1:2 დამარცხდა. ზვიადი სრულად გაისარჯა, უმცროსი ჯელაძე კი 54-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის ბოლო 8 წუთი დაჰყო მოედანზე ყიზილორდას "კაისარის" ქართველმა მცველმა ლაშა ჭელიძემ, რომლის გუნდმა სტუმრად "ალმატისთან" 1:0 იმარჯვა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |