"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

ახალკაცის კინკილა აზერბაიჯანული

კახა შალამბერიძე

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-19 ტურში მეკარე ზურაბ მამალაძის, ირაკლი ვაშაკიძის, გიორგი გაბიდაურის და თორნიკე აფციაურის "გაბალა" შინ "ხაზარ-ლენქორანს" 1:1 დაუზავდა.

მამალაძემ, ვაშაკიძემ და გაბიდაურმა (გააფრთხილეს) 90-90 წუთი ითამაშეს, აფციაურმა კი შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

ამავე ტურში, "ბაკიმ" ლიდერი "ოლიმპიკი" მიიღო და 0:1 წააგო.

დამარცხებულთა შორის ალექსანდრე გოგობერიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება ამირან მუჯირს - ტრავმის გამო არ უთამაშია.

ევლახის "კარვანი" სტუმრად 1:3 დამარცხდა ბაქოს "ინტერთან". "კარვანში" გოჩა ტრაპაიძემ სრულად ითამაშა, რომან ახალკაცი 39-ე წუთზე გამოჩნდა და გოლითაც გამოირჩა.

კარვანელთა კიდევ ერთ ქართველ ალექსანდრე ინწკირველს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

აგდამის "ყარაბახმა" კი სტუმრად "გიანჯლარბირლიი" 1:0 დაამარცხა. გოგა ბერაიამ სრულად ითამაშა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com