"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

ბეგლარიშვილი მაისიდან ნამდვილი აიაქსელია

ილია ნანობაშვილი

17 წლის ზაქარია ბეგლარიშვილი მაისში პროფესიულ კონტრაქტს გააფორმებს ამსტერდამის "აიაქსთან" და ევროპის ერთ-ერთი გრანდის 19-წლამდელთა გუნდში ითამაშებს. მაისში იმიტომ, რომ ბეგლარიშვილი სწორედ მაშინ ხდება 18 წლის. იგი უკვე იყო ჩასული "აიაქსში" და კარგი შთაბეჭდილება მოახდინა მწვრთნელებზე.

ბეგლარიშვილი პირველად შარშანწინ, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გაიცნო ქართველმა გულშემატკივარმა - ის ჰერბერტ ცანკერის გუნდში ლევან ყენიასთან, ლევან მჭედლიძესა და გიორგი მაკარიძესთან ერთად თამაშობდა. შარშან ზაქარიამ 19-წლამდელთა შესარჩევებშიც იბურთავა, რის შემდეგაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაც პეტარ სეგრტის ყურადღებაც მიიპყრო - ულვაშა ხორვატს ეს ბიჭი ძალიან მოსწონს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com