|
|
"სარბიელი"
კრისის ნერეიდა
ნერეიდა გალიარდო, ასე ჰქვია 24 წლის ესპანელ სტუდენტს, რომელიც მარცხენა ფოტოზეა, ხოლო ჩვენ ეს დიაცი იმიტომ გვაინტერესებს, რომ ის პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს სატრფოა - იანვრიდან მოყოლებული ხვდებიან ერთმანეთს. მეორე ფოტოზე რონალდუ პრემიერლიგის ბოლო ტურში "მიდლსბროსთან" შეხვედრის დროს არის გადაღებული. ამ შეხვედრაში პორტუგალიელმა გოლი გაიტანა და - დაზუსტებით არის ცნობილი, რომ - ის პირმშვენიერ ნერეიდას მიუძღვნა. ფეხბურთელის "გულის მურაზი" მოდელიცაა და ლონდონში დაუსწრებლადაც სწავლობს. ინგლისურმა ტაბლოიდებმა იციან, რომ ის კვირაში სამჯერ ახერხებს სატრფოსთან ჩეშირში ჩასვლასა და დარჩენას. მისმა ერთმა მეგობარმა თქვა, ქალსა და ვაჟს დღედაღამ ერთმანეთი აბოდებთო, მოკლედ, დიდი სიყვარულია. როგორც ჩანს, ეს პორტუგალიურ-ესპანური რომანი ფრიად სერიოზულია.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |