"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

შორს, სიდედრო!

პაპუნა კედია

მოყევით ამის მერე სიდედრებზე ანეკდოტები - დევიდ ბექემმა ვიქტორია ადამის მშობლებს დუბაიში მდებარე 8 მილიონ გირვანქანი ადგილ-მამული აჩუქა. ასე და ამგვარად, ამიერიდან 61 წლის ტონი და 59-ის ჯეკი ადამსები ზღვისპირა ხელოვნურ კუნძელზე გაილაღებენ.

ინგლისის ნაკრების ყოფილ კაპიტანს "ზღაპრული ვილა" 2002 წელს უყიდია, მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ 800 ათასი ღირდა, მაგრამ მას მერე დუბაელებმა თავიანთი ქალაქის ტურისტულ ცენტრად ქცევა მოახერხეს და ზემოთ რომ გითხარით, ახლა ეს ყველაფერი 8 მილიონი ღირსო, შეცდომა სულაც არ არის.

სხვა ამბავია, რომ ქაღალდებით კუნძული კვლავ პოშის და ბექზის იქნება... სამაგიეროდ, სიდედრ-სიმამრს სრული უფლება აქვთ, რაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე გადააკეთ-გადმოაკეთონ.

"დევიდი მიხვდა, რომ დუბაიში დასასვენებლად ვერასოდეს მოიცლის. მას ლოს ანჯელესში აქვს უამრავი საქმე, იქიდან კი არაბეთი მეტისმეტად შორს გახლავთ - განუცხადა ჟურნალისტებს ბექემის მავანმა ამხანაგმა - საკმარისია, თავისუფალი წუთი ჩაუვარდეს, რომ დევიდი იმწუთას ლონდონში მიფრინავს, რადგან სახლი ენატრება. ჰოდა, ვიქტორიასთან თათბირის შემდეგ ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, რომ დუბაის მამული ტონისა და ჯეკისთვის იქნება ზედგამოჭრილი".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com