|
|
"სარბიელი"
ხომ არ დაგავიწყდათ სუპერპიპო?
გიორგი კაკაბაძე
ბევრს ფილიპო ინძაგი ალბათ გადაავიწყდა კიდეც, მაგრამ სუპერპიპომ, როგორც ყოველთვის, საუკეთესო დრო მონახა თავის შესახსენებლად და სერია A-ს 32-ე ტურის გმირიც გახდა. დანარჩენს სრფტტუდ"ყსწქ-ის მორიგი ჩანახატიდან შეიტყობთგამარჯვებულები ფილიპო ინძაგი (მილანი) - ორთვიანი პაუზის შემდეგ გამოჩენისთაეავე დუბლი გაახერხა და "როსონერის" "კალიარისთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოაგებინა. "მილანი" კვლავაც იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, ვეტერან ინძაგის კი ჯერაც ბევრი შეუძლია. ამაური (პალერმო) - ექსკიევოელმა "იუვენტუსთან" გაიბრწყინა და ორი ჩინებული გოლიც გაიტანა. ამაურიმ დაარწმუნა ტურინელები და სხვა გრანდები, რომ ისინი მისით ტყუილად არ დაინტერესებულან. ვალტერ ძენგა (კატანია) - მუშაობა ბრწყინვალედ დაიწყო და სიცილიელებს ახალი სული ჩაჰბერა. ძენგას ჭკვიანურმა ტაქტიკურმა ხლართებმა "ნაპოლისთან" 3:0 გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა. დამარცხებულები ჟელკო კალაჩი (მილანი) - კარში იმიტომ ჩააყენეს, რომ დიდა ბოლო პერიოდში ბავშვურ შეცდომებს უშვებდა, მაგრამ კალაჩმა "კალიარისთან" ისე "იყოჩაღა", რომ დიდასაც "შეშურდებოდა". ავსტრალიელმა მოახერხა და ჯარიმიდან დანიელე კონტის სუსტი და უწყინარი დარტყმის მერე ბურთი ვერ დაიჭირა. დავიდე დი მიკელე (ტორინო) - ცუდია, ააცილო აბსოლუტურად დაუცველ კარს, მაგრამ ეს ძალიან პრინციპული მატჩის ბოლო წუთებზე ჩაიდინო და აქედან 40 წამში მეტოქემ აქეთ გაგიტანოს, ცოტა სხვა რამაა. რეჟინალდო (პარმა) - "ლაციოსთან" შეხვედრაში აბსოლუტურად უსუსური გახლდათ. 24 წლის ბრაზილიელის შემხედვარეს, გულიანად გაგეცინებოდა, ვინმეს რომ ეთქვა, მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენო. რეჟინალდო გოლს ალბათ მაინც ვერ გაიტანდა, მატჩი შუაღამემდეც რომ გაგრძელებულიყო. გოლები მირკო ვუჩინიჩი (რომა) - ლუჩანო სპალეტიმ უთხრა, დაამტკიცე, რომ ცენტრალურ ფორვარდად თამაში კარგად შეგიძლიაო და... ჩერნოგორიელმა ბურთი რომ მიიღო, "ჯენოას" კარისკენ ზურგით იდგა. მან დაუფიქრებლად, შემობრუნებით დიდებულად დაარტყა და ბურთი შორეულ ცხრიანში ჩაუშვა. აღსანიშნავია, რომ ვუჩინიჩმა ეს ცაციათი შეძლო, არადა, მარცხენა მისი სუსტი ფეხია. ამაური - გოლის მერე ჯანლუიჯი ბუფონის სახე რომ გენახათ, ზედმეტი კომენტარები საჭირო აღარ იქნებოდა. ბრაზილიელმა დაახლოებით 16 მეტრიდან ბრწყინვალე მოჭრილი დარტყმით ბურთი იქ გაგზავნა, სადაც მეკარე ვერაფრით ვერ მიწვდებოდა. მატია კასანი (პალერმო) - კასანიმ 26 მეტრიდან ყუმბარასავით გაისროლა, თან ბუფონი დარტყმის მომენტს ვერ ხედავდა და... რიცხვები ახალი რეკორდი: ალესანდრო დელ პიერომ "იუვენტუსის" მაისურით 553-ე მატჩი ჩაატარა და გაეტანო შირეას გაასწრო. ახლა "პინტურიკიო" "ბებერი ქალბატონის" აბსოლუტური რეკორდსმენია - როგორც ამ მხრივ, ასევე გატანილი გოლების რაოდენობით. თავდაყირა: მიმდინარე სერია ფ-ში მეორე ტაიმში გაშვებული გოლების გამო, "პალერმომ" 13 ქულა დაკარგა, "იუვენტუსმა" კი მეორე ტაიმში გატანილი გოლების წყალობით 18 ქულა მოიპოვა. კვირას სიცილიელების მიერ ბოლო წუთებზე შეგდებულმა ბურთმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ფლორესმა "ფრანკის" ჯადო ახსნა: უდინელმა ანტონიო ფლორო ფლორესმა "სტადიო არტემიო ფრანკიზე" "სიენას" გოლი გაუტანა და საბოლოოდ მატჩი 1:1 მორჩა. გამოსარჩევი კი ის არის, რომ ტოსკანელებს საშინაო შეხვედრებში 566 წუთის განმავლობაში გოლი არ გაეშვათ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |