|
|
"სარბიელი"
სპინელი შეთქმულების თეორიას ხედავს
კოკი კანდელაკი
იტალიურის "ლივორნოს" პრეზიდენტმა ალდო სპინელიმ კიდევ ერთხელ საჯაროდ და მკაცრად გააკრიტიკა მსაჯობა და ამ შემთხვევაში არბიტრი რომეო, რომელმაც გასულ უქმეებზე ტოსკანელებისა და "სამპდორიას" შეხვედრაში რამდენიმე შეცდომა დაუშვა. გენუელებმა 2:0 იმარჯვეს, მაგრამ ძალიან საკამათო ეპიზოდში ფრანჩესკო ტავანოს გოლი რომ არ გაეუქმებინათ, ვინ იცის, რა მოხდებოდა. "გენუელებთან მატჩში გოლი წაგვართვეს. მსაჯი 70 მეტრის მოშორებით იყო და ტავანოს გოლი მხოლოდ იმიტომ გააუქმა, რომ ეს "სამპდორიას" მეკარე ლუკა კასტელაციმ მოითხოვა. ხელით თამაში და ჯარიმა არ ყოფილა, ალამი არც ლაინსმენს აუწევია, მაგრამ... მიმდინარე სეზონში მსაჯების უამრავი შეცდომის გამო სერიოზულად ვიზარალეთ. ვითმენდი, მაგრამ ახლა გაჩერება აღარ შემიძლია, ამას უკვე უნებლიე შეცდომები აღარ ჰქვია. როგორც ჩანს, ჩვენი დასჯა და მოშორება გადაწყვიტეს, რადგან პატარა კლუბი ვართ და ვიღაცას გულზე არ ვეხატებით. არ მაინტერესებს, რა სასჯელი ან გამოხმაურება მოჰყვება ჩემს კომენტარებს, უსამართლობასთან მორჩილად შეგუება არ შეიძლება. დღესვე გავგზავნი განცხადებას იტალიის ლიგის წევრობიდან გადადგომის შესახებ. მეც და "ლივორნოსაც" მეტ პატივს ვიმსახურებთ" - განაცხადა გაბრაზებულმა სპინელიმ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |