"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

მილანმა ბორიელო შეიგულა

ზაფხულში "მილანის" პირველი ახალწვეული შესაძლოა, მარკო ბორიელო გახდეს. "ჯენოას" ფორვარდმა ამ სეზონში 18 გოლი გაიტანა და სერია ფ-ს ბომბარდირთა სიას ლიდერობს. ბორიელოზე უფლება ნაწილობრივ "მილანს" ეკუთვნის, რომელიც 25 წლის თავდამსხმელის ერთი წლით იჯარით წაყვანას აპირებს. სანაცვლოდ "ჯენოას" ალბათ ალბერტო ჯილარდინოს დაუთმობენ, რომელიც კარლო ანჩელოტის გუნდში ვერ ჩაეწერა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com