"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

პრეზიდენტი მეორე დივიზიონში

ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა მეორე დივიზიონის "ლიტორალთან" კონტრაქტი გააფორმა. 47 წლის პრეზიდენტი კლუბმა განაცხადში შეიყვანა, როგორც სათადარიგო. ითამაშებს თუ არა მორალესი როდესმე ამ გუნდში, უცნობია, მაგრამ მას ბევრჯერ გაუგორებია ბურთი საქველმოქმედო მატჩებში. შეგახსენებთ, რომ ფიფამ ბოლივიას დედაქალაქ ლა პასში სანაკრებო ოფიციალური შეხვედრების გამართვა აუკრძალა სიმაღლის გამო, ევო მორალესმა კი ფიფელები არაერთხელ გააკრიტიკა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com