"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

ლაპორტა: მაურინიუ შეცდომაა

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხუან ლაპორტამ განაცხადა, რომ ფრანკ რაიკარდს თუ გაუშვებენ, მისი შემცვლელი აუცილებლად შემტევი ფეხბურთის მქადაგებელი უნდა იყოს. "ბარსას" ბოლოდროინდელმა შედეგებმა ჰოლანდიელ მწვრთნელს სკამი შეურყია და სულ უფრო და უფრო გახშირდა საუბრები მის გათავისუფლებაზე. "ამ გუნდს აქვს საკუთარი სათამაშო ყაიდა, რომელიც არ შეიცვლება. "ბარსელონას" უყვარს შეტევა და ის, ვინც კანდიდატად ჟოზე მაურინიუს ასახელებს, ცდება" - თქვა პრეზიდენტმა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com