|
|
"სარბიელი"
რონალდინიოს ძმა შემჩნეულია
ვაჟა ხუციშვილი
რონალდინიოს ძმა და აგენტი რობერტო ასისი "სიტი" - "ჩელსის" მატჩს დაესწრო და ნახეს, რომ იგი ცნობილ აგენტ პინი ზაჰავისთან საუბრობდა. თამაშის შემდეგ რობერტო ასისმა "სიტის" წარმომადგენლებთან შეხვედრაც გამართა. "გარდიანის" ცნობით, მანჩესტერული კლუბის პატრონი ტაქსინ შინავატრა რონალდინიოს ყიდვას ლამობს და კვირაში 100 ათას გირვანქაზე მეტს ჰპირდება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |