"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

ზვიგენს მსუყე ლუკმა აწაპნეს

ზურაბ მიგრიაული

ჰაილენდერზი 29:20 ლაიონზი

ბრამბიზი 28:42 ჩიპსი

ფორსი 15:14 ბულზი

ჰარიკანზი 13:13 შარქსი

ვარათაზი 37:16 ბლუზი

ჩიტაზი 29:14 რედზიზე-14-ის მერვე ტურში ტურნირის ერთპიროვნულმა ლიდერმა "კრუზეიდერზმა" "შტორმერზთან" ერთად დაისვენა. ცხრილში მეორე "შარკსსაც" პირველადგილოსანთან გამარჯვებების რაოდენობთ გათანაბრების შანსი გაუჩნდა, მაგრამ დურბანელებმა ახალ ზელანდიაში "ჰარიკაზნთან" უდაძაბულესი შეხვედრაში მხოლოდ ფრე მოიმკეს. ნერვებისდამწყვეტ მატჩში დროის ამოწურვამდე 8 წუთით ადრე 6:6 ანგარიშზე არბიტრმა პოლ მარკსმა საეჭვო საჯარიმო ლელოთი დასაჯა მასპინძლები. გარდასახვა კი ზუსტად ფრანს შტეინმა შეასრულა. თითქოს "ზვიგენებს" მორიგი გამარჯვება უნდა ეზეიმათ, მაგრამ გულშემატკივრების შეძახილებით გავეშებული ახალზელანდიელები ხელდახელ მიეძალნენ მეტოქეს. მორკინალმა ენდრიუ ჰორიმ შეტვა ლელოთი დაასრულა, ჯიმი გოპერდმა კი გარდასახვა გამოიყენა და ანგარიშიც მეორედ და საბოლოოდ გათანაბრდა.

პრეტორიულ "ბულზს" ბრაიან ჰაბანას დაბრუნებამაც კი ვერ უშველა. ჩემპიონებმა დასანანი მარცხი იწვნიეს ავსტრალიურ "ფორსთან". არადა, შეხვედრის დასაწყისი მასპინძლებს კარგს არაფერს უქადდა. პირველ ნახევარში "ხარები" ჰაბანას ორი ლელოს წყალობით ლიდერობდნენ და ნაადრევადაც ზეიმობდნენ პირველ გასვლით გამარჯვებას, მაგრამ სადევეები ხელში ოზმა მეტ ჟიტუამ აიღო და გამარჯვების ლელოც მოუტანა მასპინძლებს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com